შეფ-მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: შეფ-მზარეული
მომწოდებელი: უკვე
გამოქვეყნდა: 26 დეკ / ბოლო ვადა: 26 იან
ენერგიული, კომუნიკაბელური, მოტივირებული, პასუხისმგებლიანი, დეტალებზე ორიენტირებული - თუ ეს სიტყვები შენს ხასიათს და პროფესიულ მიდგომებს შეესაბამება, მაშინ შენ სწორ ადგილას მოხვდი - შენ "უკვეს" გუნდს სჭირდები.

"უკვე" ეძებს შეფ მზარეულს სუშის და ცხელი კერძების სამზარეულოსთვის, რომლებიც ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილები გახდებიან და ექნება საშუალება.

ძირითადი მოვალეობები:

** დაქვემდებარებული თანამშრომლების მუდმივი მონიტორინგი, საწარმოო პროცესების ეფექტური მართვა;
** კალკულაციების მომზადება და კონტროლი;
** საკვები ან სასმელი პროდუქტების, ინვენტარის და დანადგარების უსაფრთხოდ და სწორად შენახვის პროცედურების უზრუნველყოფა;
** სანიტარული და ჰიგიენური ნორმების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, ადმინისტრაციული ინსტრუქციების გაცემა;
** მარაგების მონიტორინგი და სწორად მართვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** იაპონურ რესტორანში (ან სხვა ტიპის აზიურ კვების ობიექტში) მუშაობის მინიმუმ 1 წლის გამოცდილება
** სამზარეულოს კონტროლის, მენიუს მოფიქრების და კალკულაციების შედგენის უნარი.
** სუშის მომზადების გამოცდილება
** საკვების სწრაფად მომზადების უნარი
** გუნდში მუშაობის უნარი
** სტრესულ გარემოსა და შეზღუდულ დროში მუშაობის უნარი
** კანდიდატი უნდა იყოს ორგანიზებული და ენერგიული

ჩვენი კომპანიის გარემოში, თანაბრად ფასდება როგორც პროფესიული გამოცდილება, ასევე კანდიდატის მიერ გამოვლენილი მოტივაცია სწავლისთვის და ახალი უნარ-ჩვევების ასათვისებლად. ჩვენი გუნდის ნებისმიერი წევრი, მიუხედავად რანგისა, ასახავს კომპანიის ღირებულებებს თავისი მუშაობის თუ კლიენტთან ურთიერთობის ეთიკით.

აპლიკაციის დასაწყებად გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე, "უკვეს" სააპლიკაციო ფორმა და წინა სამსახურის სუპერვაიზერის დახასიათება (მაქსიმუმი 500 სიტყვა) ელექტრონული ფოსტით, მისამართზე info@ukve.ge ან პირადად, ჩვენს რესტორნებში:

თბილისი, ზაქარია ფალიაშვილის 52
თბილისი, ეგნატე ნინოშვილის 8

ჩვენ ველით თქვენთან შეხვედრას!

პატივისცემით,
"უკვეს" გუნდი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე