კონკურსი ჩემპიონატის ლოგოს შექმნაზე
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კონკურსი ჩემპიონატის ლოგოს შექმნაზე
მომწოდებელი: საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია
გამოქვეყნდა: 26 დეკ / ბოლო ვადა: 26 იან
საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია აცხადებს კონკურსს 18 წლამდე ვაჟთა შორის ევროპის 2018 ჩემპიონატის ლოგოს შექმნაზე.

2018 წლის 9-20 აგვისტოს, საქართველო, თელავი, უმასპინძლებს ევროპის ჩემპიონატს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 11 ახალგაზრდული ეროვნული ნაკრები გუნდი:

** შვეიცარია
** ფარერის კუნძულები
** მაკედონია
** ესტონეთი
** ლიტვა
** ლუქსემბურგი
** ბელარუსი
** იტალია
** ფინეთი
** საბერძნეთი
** საქართველო

კონკურსის პირობები:

** კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელსაც აქვს ლოგოს შექმნის გამოცდილება (გრაფიკოსი, მხატვარი, დიზაინერი).
** კონკურსის თემა უნდა იყოს ერთის მხრივ, ხელბურთი, მეორეს მხრივ - თელავი (გამოყენებული უნდა იყოს თელავის ე.წ. რომელიმე სიმბოლოდ აღქმული დეტალი)
** ლოგოს ესკიზი უნდა იძლეოდეს საშუალებას სამომავლოდ, გამოყენებული იქნას მედლებსა, თასსა, ატრიბუტიკასა და სუვენირებზე.
** საქართველოს ხელბურთის ფედერაციას უნდა ჰქონდეს ექსკლუზიური საავტორო უფლება გამარჯვებულ ლოგოს გამოყენებაზე.
** ლოგო წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც JPG ფაილის სახით, ასევე ვექტორული გამოსახულებით (Adobe Illustrator, Corel ან სხვა ნებისმიერი ვექტორული პროგრამა).

ლოგო შექმნისას გათვალისწინებული უნდა იყოს:

** ჩემპიონატთან შესაბამისი ორენოვანი წარწერა - 2018 წლის ევროპის ჩემპიონატი. თელავი, საქართველო. / 2018 Men`s European Championship 18. Telavi, Georgia
** ადვილად აღქმადი
** ორიგინალური დიზაინის
** მარტივი და უნიკალური

გამარჯვებულ ლოგოს გამოავლენს სპეციალური ჟიური, რომელიც ნამუშევრებს შეაფასებს შემდეგი კრიტერიუმებით:

** ვიზუალური მხარე;
** კონცეფცია.

ჟიური საუკეთესო ნამუშევარს გამოავლენს კონფიდენციალური შერჩევის გზით, კონსესუსის პრინციპით.
20 იანვარს კონკურსისათვის მოეწყობა გამოფენა, სადაც განთავსებული იქნება ყველა საკონკურსო ნამუშევარი.
გამარჯვებული დაჯილდოვდება ფულადი პრიზით - 1000 ლარის ოდენობით.

საკონკურსო ნამუშევრები მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: Marketing@geohandball.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 599302602

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე