სადაზღვევო ორგანიზაციებთან ურთიერთობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სადაზღვევო ორგანიზაციებთან ურთიერთობის მენეჯერი
მომწოდებელი: ტოიოტა ცენტრი თეგეტა
გამოქვეყნდა: 26 დეკ / ბოლო ვადა: 26 იან
შპს "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" აცხადებს ვაკანსიას სადაზღვევო ორგანიზაციებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე გაყიდვების შემდგომი მომსახურების დეპარტამენტში.

შპს "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" წარმოადგენს "ტოიოტას" დილერს, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს უახლესი მოდელების ავტომობილებს, საგარანტიო და გეგმურ ტექნიკურ მომსახურებას, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებსა და აქსესუარებს. შპს "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" არის "თეგეტა მოტორსის" შვილობილი კომპანია, რომელიც 2013 წლიდან წარმატებით ოპერირებს ბაზარზე.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: http://www.toyota-tegeta.ge

მისამართი: თბილისი, ვაკე, უნივერსიტეტის ქ N6
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი (09:30-დან 18:30-მდე, შაბათი 09:30-დან 18:00-მდე)

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლებთან კომუნიკაცია სადაზღვევო ხელშეკრულებების ფარგლებში;
** ავტომობილის გარეგანი დათვალიერება, პირველადი შეფასების უზრუნველყოფა;
** სამღებრო-სათუნუქე გუნდთან კოორდინაცია - შესაბამისი კომპეტენციების მქონე თანამშრომლების პროცესებში ჩართვის უზრუნველყოფა;
** დაზიანებული ავტომობილების საჭიროებების განსაზღვრა და განფასების შედგენა;
** იდენტიფიცირებული საჭიროებების მიხედვით შესაბამისი დოკუმენტების წარმოება;
** შეკეთების ვადების განსაზღვრა და განსაზღვრული ვადების კონტროლი;
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია ავტომობილის შეკეთების ყველა ეტაპზე ავტომობილის ჩაბარებამდე;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** MS office-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია საავტომობილო სფეროს საბაზისო დონეზე ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლიანობა;
** სწრაფად ათვისების უნარი;

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy.toyota@tegetamotors.ge არაუგვიანეს 2018 წლის 26 იანვრისა და წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება (სადაზღვევო ორგანიზაციებთან ურთიერთობის მენეჯერი), რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს. გაცნობებთ, რომ თქვენი რეზიუმე შპს "ტოიოტა ცენტრი თეგეტა"-ს აპლიკანტთა ბაზაში შეინახება 5 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე