ტრენინგი ადამიანური რესურსების მართვაში
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტრენინგი ადამიანური რესურსების მართვაში
მომწოდებელი: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 26 დეკ / ბოლო ვადა: 18 იან
სასერტიფიკატო პროგრამა - ადამიანური რესურსების მართვა (HRM)

ვინ არის HR მენეჯერი და რა არის მისი ფუნქცია?

მსხვილ თუ პატარა ბიზნეს კომპანიების, სახელმწიფო თუ არასამთავრობო სექტორის წარმატებულ მუშაობას მეტწილად განაპირობებს ორგანიზაციის შიგნით ადამიანური რესურსების ეფექტური მართვა. HR მენეჯერის ფუნქციას წარმოადგენს ორგანიზაციული სტრუქტურის განვითარება, სამუშაოს ანალიზი, პერსონალის ფორმირებისა და მართვის პროცესი.

ვისთვის არის ეს კურსი?

კურსი განკუთვნილია ნებისმიერი კომერციული, არასამთავრობო თუ სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმებული თუ დასაქმების მსურველ პირთათვის, რომლებსაც პირდაპირი ან ირიბი შეხება აქვთ ადამიანური რესურსების მართვის სისტემასთან. კურსი ეფექტურ მართვაში დაეხმარება როგორც დამწყებ, ასევე გამოცდილ მენეჯერებს.

რას ვისწავლით?

კურსის ფარგლებში, შესწავლა ხდება ყველა იმ სიახლეების და მსოფლიოში არსებული ტენდენციებს გათვალისწინებით, რაც არის პერსონალის მართვის მიმართულებით. მსმენელები გაეცნობიან ყველა იმ ინოვაციურ მოდელს და მეთოდიკას, რომელიც საჭიროა ადამიანური რესურსების მართვის თითოეული ფუნქციის პრაქტიკაში წარმატებით განსახორციელებლად. კურსის დასრულების შემდეგ თქვენ შეძლებთ მართოთ ნებისმიერი კომპანიის თუ ორგანიზაციის პერსონალი ეფექტურად.

კურსის გავლის შემდეგ, ტესტირებისა და განვლილი საკითხების მიხედვით მომზადებული პრეზენტაციის საფუძველზე თქვენ მიიღებთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორენოვან სერთიფიკატს, ქართულ და ინგლისურ ენაზე, ხოლო საუკეთესო შედების მქონე სტუდენტები სარეკომენდაციო წერილს.

ტრენინგის თემატიკა:

** ადამიანური რესურსების მართვის ზოგადი მიმოხილვა და ფუნქციები;
** შინაგანაწესი და ადმინისტრირება; (ორგანიზაციული პროცესების მართვა)
** ორგანიზაციული სტრუქტურა; (ტიპები და მათი ფორმირება)
** შრომის კოდექსი;
** ორგანიზაციული კულტურა;
** პერსონალის შერჩევის კრიტერიუმები, პროცესი, მიზანი და აყვანა;
** ორგანიზაციული კონფლიქტი; სტრესის გამომწვევი მიზეზები და მისი მართვა ან თავიდან აცილების გზები;
** შრომის კომპენსაცია; (სისტემის მნიშვნელობა, ტიპები და მისი დანერგვა)
** მოტივაციის სისტემა;
** თანამშრომლების შეფასება, შეფასების მეთოდები;
** ტრენინგი და განვითარება;
** სოციალიზაცია და ორგანიზაციიდან გასვლა.

ტრენერი - ირმა მიქაძე:

10 წლიანი პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის პოზიციაზე საჯარო თუ კერძო სექტორში. ამჟამად არის საჯარო სამსახურის ბიუროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ლექტორი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერისტეტში.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 30 სთ.
ტრენინგის ღირებულება: 460 ლარი (თანხის გადახდა შესაძლებელია ორ ნაწილად: პირველი ნაწილი – ტრენინგის დაწყებამდე, მეორე ნაწილი – ტრენინგის დასრულებამდე ერთი კვირით ადრე).
ტრენინგის დაწყების თარიღი: 24 იანვარი
განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა: 18 იანვარი
ტრენინგი ტარდება კვირაში ორჯერ: სამშაბათი/პარასკევი: 19:00
სასწავლო მასალები უფასოა, შედის სწავლის ღირებულებაში.
კურსის გავლის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორენოვან სერთიფიკატს, ქართულ და ინგლისურ ენაზე.

დარეგისტრირდი აქ: https://trainings.ibsu.edu.ge/registration/

"IBSU Training Center"
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13km, 2,Tbilisi 0131
tel/faqsi: (+995 32) 59 50 05/06 (120)
mob: (+995) 558 000 518
e-mail: training@ibsu.edu.ge
http://www.trainings.ibsu.edu.ge/
http://www.facebook.com/www.ibsu.edu.ge
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე