სესხის ოფიცერი - რეგიონები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სესხის ოფიცერი - რეგიონები
მომწოდებელი: კრედო ბანკი
გამოქვეყნდა: 25 დეკ / ბოლო ვადა: 25 იან
სს "კრედო ბანკი" არის კომერციული ბანკი, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში. ორგანიზაციამ სულ ცოტა ხნის წინ მიიღო საბანკო საქმინობის შესახებ ლიცენზია. სს "კრედო ბანკის" ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს საქართველოში ბიზნესის განვითარება და გაფართოება სესხების გაცემის გზით. სს "კრედო ბანკი" სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომლებს კარიერული განვითარებისა და პიროვნული ზრდის საშუალებას.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას.
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბის აბონემენტს;
** საპენსიო დაზღვევას;
** პროფესიულ ტრენინგებს.

თანამდებობა: სესხის ოფიცერი
სამუშაო ადგილი: ნინოწმინდა, ახალქალაქი (სამცხე-ჯავახეთი)/ქარელი (შიდა ქართლი)

პოზიციაზე არსებული პირობები:

** გამოსაცდელი ვადის პერიოდში - ფიქსირებული ანაზღაურება;
** შტატში მუშაობისას - ფიქსირებული ანაზღაურება და ყოველთვიური ბონუსი.

პირობები აღნიშნული მიმართულებით უწყვეტი 1-წლის გამოცდილების მქონე აპლიკანტებისათვის:

** პრაქტიკანტობის ვადა: 1-დან 3 თვემდე;
** ანაზღაურება პრაქტიკის პერიოდში პირველივე თვიდან: 375 ლარი;
** ანაზღაურება 3 თვის შემდეგ, გამოსაცდელი ვადის პერიოდში: 250 დოლარის ექვივალენტი ლარში;
** ანაზღაურება 6 თვის შემდეგ: 800-1300 ლარი + ყოველთვიური ბონუსი;
** სამუშაო გრაფიკი: სრული.

პირობები სამუშაო გამოცდილების არ მქონე აპლიკანტებისათვის:

** პრაქტიკანტობის ვადა: 1-დან 3 თვემდე;
** ანაზღაურება პრაქტიკის პერიოდში პირველივე თვიდან: 125 ლარი;
** პრაქტიკანტობის წარმატებით გავლის შემთხვევაში დასაქმების პერსპექტივა;
** სამუშაო გრაფიკი: სრული.

ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:

** კლიენტების მოზიდვა;
** სასესხო განცხადებების ანალიზი და კლიენტების ბიზნესის შეფასება;
** საკრედიტო კომიტეტისათვის კლიენტების შესახებ რეკომენდაციის მიცემა;
** საკრედიტო კომიტეტის დადასტურების შემთხვევაში სესხის გაცემის უზრუნველყოფა;
** სესხის გადახდის პროცესის მონიტორინგი;
** ვადაგადაცილებული გადახდების მართვა;
** ფილიალის მენეჯერის დახმარება სხვა დავალებების შესრულებაში.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსების ან ეკონომიკის სპეციალობით);
** ნებისმიერი სამუშაო გამოცდილება განიხილება პრიორიტეტად;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** პრაქტიკის გავლის შემდეგ აუცილებელია ავტომობილის მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: cv@credo.ge არაუგვიანეს 2018 წლის 25 იანვრისა. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი სამუშაო ადგილი (მაგ. "სესხის ოფიცერი კასპში")
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე