პრომო გოგონა - ოზურგეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პრომო გოგონა - ოზურგეთი
მომწოდებელი: europebet
გამოქვეყნდა: 25 დეკ / ბოლო ვადა: 25 იან
"ევროპაბეთი" 2010 წლის ნოემბრიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და იკავებს ერთ-ერთ წამყვან პოზიციას ბუკმეიკინგის და ონლაინ თამაშების სფეროში. ჩვენს მიზანსა და ძირითად ფასეულობას წარმოადგენს, მომხმარებელს შევთავაზოთ ხარისხიანი მომსახურებისა და პროდუქტების ფართო არჩევანი, ხოლო კომპანიის თანამშრომლებისათვის შევქმნათ კომფორტული და შემოქმედებითი სამუშაო გარემო, რომელიც მიმართულია პროფესიული ზრდისა და განვითარებისკენ.

2015 წლის ივნისიდან "ევროპაბეთი" შეუერთდა ბეთსონ ჯგუფს (Betsson Group; დაფუძნებული შვედეთში, სათავო ოფისი განთავსებულია მალტაზე; ოფისები ასევე მდებარეობს სტოქჰოლმში, ტალინში, თბილისსა და ლონდონში). ბეთსონ ჯგუფი 53 წელია ოპერირებს ევროპის ბაზარზე და წარმოდგენილია სტოკჰოლმის საფონდო ბირჟაზე.

კომპანია "ევროპაბეთი" აცხადებს ვაკანსიას პრომო გოგონას თანამდებობაზე ოზურგეთის ფილიალში.

სამუშაო განაკვეთი: სრული, სტანდარტული; 9 საათიანი სამუშაო დღე, 1 საათი დასვენება;
სამუშაო დღეები: კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება
ანაზღაურება: ფიქსირებული 400 ლარი ხელზე + ბონუსი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** europebet.com-ის ვებ გვერდზე ახალი მომხმარებლების დარეგისტრირება;
** მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში პროფილის რედაქტირება და სხვა ტექნიკური დავალებების შესრულება;
** კომპანიის პროდუქტებისა და მიმდინარე აქციების შესახებ მომხმარებლისათვის ინფორმაციის მიწოდება
** ახალი დარეგისტრირებული მომხმარებლების შესახებ ინფორმაციის დამუშავება და ანგარიშგება;

საკვალიფიკაციო და პიროვნული მოთხოვნები კანდიდატის მიმართ:

** სრული საშუალო განათლება;
** გაყიდვების/მომსახურების სფეროში, ან პრომო გოგონას პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ქართული ენაზე გამართულად საუბრის უნარი;
** რუსული ან/და ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების, განსაკუთრებით ექსელის ცოდნა, პრინტერთან/სკანერთან მუშაობის გამოცდილება;
** ძალიან კარგი კომუნიკაციური უნარები;
** ახალი ცოდნის სწრაფად ათვისების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** წარმატების მიღწევის მაღალი მოტივაცია;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე/CV გამოგზავნოთ 25 იანვრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@europebet.com და წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "პრომო გოგონა - ოზურგეთი" წინააღმდეგ შემთხვევაში შემოსული განაცხადი ვერ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე