ავტო-გასამართი სადგურის ოპერატორი - თბილისი, რეგიონები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ავტო-გასამართი სადგურის ოპერატორი - თბილისი, რეგიონები
მომწოდებელი: რომპეტროლ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 25 დეკ / ბოლო ვადა: 25 მარ
"რომპეტროლ NV" წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე კარგად დამკვიდრებულ ნავთობ კომპანიას რუმინეთში და ასევე მნიშვნელოვან მოთამაშეს შავი ხმელთაშუა ზღვების ავზების ტერიტორიაზე. კომპანიაში დასაქმებულია 7 000-ზე მეტი თანამშრომელი და იგი წარმოდგენილია 12 ქვეყანაში, მათ შორის - საქართველოში.

"რომპეტროლ საქართველო" აცხადებს ვაკნსიას ავტო-გასამართი სადგურის ოპერატორის პოზიციაზე

სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი ცვლა ყოველ მეოთხე დღეს
ადგილმდებარეობა: თბილისი და რეგიონები
ანაზრაურება: ხელზე ასაღები 320 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** უზრუნველყოფს ტრანზაქციის ღირებულების და მომხრებლის მიერ გადახდილი თანხის შესაბამისობას;
** უზრუნველყოფს დასაბრუნებელი ხურდის სისწორეს და ტრანზაქციის საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობას;
** პერიოდულად ადარებს გაყიდული საწვავის რაოდენობას სალაროში არსებულ თანხასთან;
** უზრუნველყოფს მომხმარებლისათვის ხარისხიანი და სრული სერვისის მიწოდებას "მომსახურების 7 საფეხურის" შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: საშუალო. უმაღლესი განათლება ჩაითვალება უპირატესობად
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები: MS Windows - დონე: ელემენტარული
** რუსული და ინგლისური ენა: სასურველია სალაპარაკო დონეზე

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელური;
** გაწონასწორებული, თავაზიანი;
** შრომისმოყვარე და ენერგიული;
** მოტივირებული და ორგანიზებული;
** დისციპლინირებული;
** პასუხისმგებლობის მქონე.

კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამოდენიმე ეტაპს. მათ შორის წარმატებულები, სამუშაოს დაწყებამდე გაივლიან სწავლებას, რათა უკეთ გაართვან თავი დაკსირებულ მოვალეობებს.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: vacancy.rpg@rompetrol.com განაცხადის გაკეთება ასევე შესაძლებელია, როგორც სათაო ოფისში (მის. ვ. ვეკუას 3), ისე "რომპეტროლ საქართველოს" ქსელში არსებულ ავტოგასამართ სადგურებზე, სააპლიკაციო ფორმის შევსების გზით.

"რომპეტროლ საქართველოს" ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე