კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: ზოდი პლიუსი
გამოქვეყნდა: 22 დეკ / განახლდა: 23 დეკ / ბოლო ვადა: 22 იან
შპს "ზოდი პლიუსი" აცხადებს კონსულტანტის ვაკანსიას თბილისის ფილიალში.

ზოგადი ინფორმაცია: შპს ზოდი პლიუსი წარმოადგენს კარების, ლამინირებული იატაკის, კერამიკული ფილებისა და ბუნებრივი ქვების რეალიზატორ ერთ-ერთ მსხვილ და მზარდ გაერთიანებას ქართულ ბაზარზე. კომპანია დაარსდა 2007 წელს. კომპანიის საკუთრებაშია რამდენიმე ფილიალი საქართველოს მასშტაბით.

სამუშაო გრაფიკი:

** სამუშაო საათებია: 09:3-18:30 (ზაფხულის მანძილზე, 09:30 საათიდან-19:00 საათამდე)
** სამუშაო დღეები: 6 სამუშაო დღე, 1 დასვენების დღე
** სამუშაო ადგილი: თბილისი, შპს "ზოდი პლიუსის" ფილიალი

ძირითადი მოვალეობები:

** მაღაზიაში არსებული პროდუქციის დეტალური შესწავლა
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის გაყიდვა და რეკლამირება
** კლიენტებთან ურთიერთობა
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის დალაგება, დახარისხება.

ძირითადი მოთხოვნები:

** პუნქტუალობა;
** აკურატულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.
** რუსული ენის ცოდნა
** კანდიდატი სასურველია იყოს 25-35 წლამდე.

უპირატესობა მიენიჭებათ იმ კანდიდატებს რომლებიც ფლობენ პროგრამა 1C-თან მუშაობის უნარებს
ანაზღაურება: შეთანხმებით

დაინტერესებულ პირებს 2017 წლის 22 იანვარს 17:00 საათამდე შეუძლიათ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: t.dolidze@zodi.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე