ლოჯისტიკისა და შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ლოჯისტიკისა და შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ბიბლუსი
გამოქვეყნდა: 22 დეკ / ბოლო ვადა: 21 იან
წიგნების მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკისა და არაკომერციული შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

კომპანიის არსებობის თითქმის 10 წლის მანძილზე "ბიბლუსმა" შექმნა საქართველოში საგამომცემლო პროდუქტების ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელი, რომელიც აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და სარგებლობს მრავალრიცხოვანი მომხმარებლის დამსახურებული ნდობით. დღეისათვის ქსელი მოიცავს 55 ფილიალს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენი მისიაა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზაციასა და ხელმისაწვდომობის ზრდას.

დაინტერესებული პირები ვაკანსიის ტექსტის გასაცნობად და რეზიუმეს ასატვირთად გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: http://hr.palitra.ge/vacancy/0xa6b2005056a226ca11e7e6f2de3ea629 ან გამოგვიგზავნეთ მეილზე: vacancy@biblusi.ge

განაცხადების მიღების ბოლო ვადა არის 2018 წლის 21 იანვარი.

გისურვებთ წარმატებას!

 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე