მარკეტინგის მენეჯერი - ნატახტარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი - ნატახტარი
მომწოდებელი: აქვა გეო
გამოქვეყნდა: 22 დეკ / ბოლო ვადა: 22 იან
შპს "აქვა გეო" (მინერალური წყალი "სნო"-ს მწარმოებელი) აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: ნატახტარი.

ფუნქციები:

** მარკეტინგული სტრატეგიის და ბრენდის სტრატეგიის შემუშავება, პრეზენტაცია, დაგეგმვა, იმპლემენტაცია და შესრულების კონტროლი;
** ბაზრის კვლევა, არსებული და მომავალი პროდუქტების მიმართ ბაზრის მოთხოვნების, ტენდენციების, მიმართულებების და ზრდის პერსპექტივების შესწავლა;
** კონკურენტების შესახებ ინფორმაციის გაანალიზება;
** პროდუქტის სარეკლამო სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** სარეკლამო სააგენტოებთან და კვლევით ორგანიზაციებთან ურთიერთობა;
** ახალი პროდუქტების და ბრენდების შექმნაზე მუშაობა;
** გაყიდვების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობა გაყიდვების გეგმების, ახალი ბაზრების მოძიებისა და საფასო პოლიტიკის წარმართვისათვის;
** მარკეტინგული აქტივობების ბიუჯეტირება, დაგეგმა, იმპლემენტაცია.
** ვებ გვერდის და სოციალური ქსელის მართვა;

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის დარგში, სასურველია მაგისტრის ხარისხი.
** მუშაობის მინიმუმ ორ წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** Microsoft Office სრულყოფილი ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარ-ჩვევები; პროექტების/ღონისძიებების მართვისა და ორგანიზების გამოცდილება და შესაბამისი უნარ-ჩვევები

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ CV ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@aquageo.ge და გთხოვთ განცხადებაში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე