გიდი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გიდი
მომწოდებელი: კახური ტრადიციული მეღვინეობა
გამოქვეყნდა: 22 დეკ / ბოლო ვადა: 21 იან
შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას გიდის პოზიციაზე, რაც გულისხმობს ტურისტულ ჯგუფთან ერთად ტურისტული მარშუტების შესრულებასა და ტურისტული ობიექტის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.

ჩვენ ვეძებთ კანდიდატს, რომელიც:

** არის ენერგიული და კომუნიკაბელური
** აქვს გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** აქვს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** აქვს დატვირთული რეჟიმში მუშაობის უნარი ;
** აქვს სიახლეების ათვისების უნარი;
** არის ორგანიზებული და შეუძლია დროის ეფექტური მართვა;

ძირითადი მოთხოვნები:

** გიდის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (1 წელი ან მეტი აუცილებელია)
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა B2 დონეზე ცოდნა აუცილებელია

თუ გსურთ, თქვენც გახდეთ ჩვენი მეგობრული და კრეატიული გუნდის წევრი, და თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@ktw.ge და წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "გიდი", რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით. განცხადებების მიღების საბოლოო ვადაა: 21.01.2018-მდე.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე მიღებიდან ექვსი თვის განმავლობაში. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით აღნიშნული ვაკანსიით დაინტერესებისთვის.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე