ბუღალტერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ბუღალტერი - ბათუმი
მომწოდებელი: ბუღალტრულ-აუდიტორული კომპანია
გამოქვეყნდა: 22 დეკ / ბოლო ვადა: 22 იან
ბუღალტრულ და აუდიტორულ კომპანიას ესაჭიროება ბუღალტერი ბათუმში.

მოთხოვნები:

** უმაღლესი ეკონომიკური განათლება;
** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება დიდ ან საშუალო ზომის კომპანიაში;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (წერა, კითხვა) ან თურქული ენის მაღალ დონეზე ცოდნა. რუსულის ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები Microsoft Word-ის, Excel-ის ჩათვლით;
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ცოდნა;
** ACCA-ს სასერტიფიკატო პროგრამის პირველი დონე
** ACCA-ს სასერტიფიკატო პროგრამით მინიმუმ ორი საგნის დახურვა ერთი წლის განმავლობაში
** კარგი ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ვადების დაცვის და სამუშაოს შესაბამისად გადანაწილების უნარი;
** მმართველობითი უნარი;
** საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
** საბუღალტრო პროგრამა "ორისი"-ს ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს;
** კონკურენტულ სახელფასო ანაზღაურებას.

დაინტერესულ პირებს გთხოვთ, CV (სურათით) გამოაგზავნოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: balancevacancy@gmail.com და ელფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე