რესტორნის მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: რესტორნის მენეჯერი - ბათუმი
მომწოდებელი: McDonald’s Georgia
გამოქვეყნდა: 22 დეკ / ბოლო ვადა: 22 იან
ჩვენ, "McDonald`s საქართველო", 1999 წლიდან ვმუშაობთ საქართველოში და წარმოვადგენთ ერთ-ერთ პირველ კომპანიას, რომელმაც საქართველოში მომსახურების კულტურის განვითარებას შეუწყო ხელი. დღეისათვის ჩვენს სტუმრებს ვემსახურებით ჩვენს 13 რესტორანში, როგორც თბილისსა და რუსთავში, ისე საქართველოს 3 რეგიონში. ჩვენი დიდი გუნდი უკვე აერთიანებს 1000-მდე ახალგაზრდას. კომპანიის კულტურა ეფუძნება პატივისცემასა და სამართლიანობას. ჩვენ ვაფასებთ ღია, კეთილსინდისიერ, შრომისმოყვარე თანამშრომლებს და ხელს ვუწყობთ მათ განვითარებას.

თუკი გინდა შემოუერთდე "მაკდონალდსის" გუნდს და მიიღო კარიერული ზრდის რეალური შესაძლებლობა, მაშინ არ გაუშვა შანსი ხელიდან!

პოზიცია: რესტორნის მენეჯერი
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, "მაკდონალდსის" რესტორანი

რას გთავაზობთ:

** დაიწყო შენი კარიერა სტაბილურ, უმსხვილეს საერთაშორისო კომპანიაში
** მიიღო ხელძღვანელისათვის აუცილებელი ცოდნა და უნარები პრაქტიკაში
** გახდე ჩვენი კორპორატიული კულტურის ნაწილი
** გაიარო 120 დღიანი, ინტენსიური სწავლების პროგრამა.

120 დღიანი სწავლების სასტარტო პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას შემდეგი მიმართულებებით:

** კომპანიის პოლიტიკა და სამუშაო სტანდარტები
** ჩვენი დანადგარები/ახალი ტექნოლოგიები
** მენეჯმენტის საფუძვლები
** სადგურებისა და ცვლის მართვის პროცედურები
** სტუმართა მოთხოვნების დაკმაყოფილება
** ადამიანური რესურსების მართვა/საშეღავათო პაკეტები/შრომის კოდექსი /გუნდური მუშაობა
** თანამშრომელთა სწავლება და წახალისება.

სამუშაო პირობები:

** ძირითადი, მუდმივი სამუშაო.
** 5 სამუშაო დღე კვირაში, 8 საათიანი სამუშაო განრიგი
** მუშაობა ცვლებში (დილის, საღამოს და ღამის ცვლა).

რესტორნის მენეჯერის ძირითადი ვალდებულებები:

** წარმოების სადგური: თანამშრომელთა მუშაობის კოორდინაცია - ჩვენი პროდუქტების წარმოება მოხდეს დადგენილი სტანდარტების დაცვით;
** მომსახურების სადგური: თანამშრომელთა მუშაობის კოორდინაცია - ჩვენს რესტორანში მოსული ყველა სტუმრის მომსახურება მოხდეს დადგენილი სტანდარტების დაცვით;
** რესტორნის დარბაზი და გარე ტერიტორია: თანამშრომელთა მუშაობის კოორდინაცია - ჩვენს რესტორანში და გარე ტერიტორიაზე სისუფთავის დაცვა მოხდეს დადგენილი სტანდარტების დაცვით;
** თანამშრომელთა სწავლება და წახალისება;
** სტუმართა კმაყოფილებაზე ზრუნვა.

აუცილებელი მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი (ბაკალავრი)
** კვალიფიკაცია: სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში, კლიენტებთან ურთიერთობის გამოცდილება და ან მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

აუცილებელი უნარები:

** ხალხზე ორიენტირებული;
** ბრწყინვალე კომუნიკაციისა და ურთიერთობის უნარით;
** ცვლილებებზე ორიენტირებული;
** სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებული;
** გუნდში მუშაობის სურვილით;
** ემოციების მართვის უნარით;
** საუკეთესო დისციპლინით;
** შედეგზე ორინტირებული.

უცხო ენა: აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა, დამატებით რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა მიმართონ ქ. ბათუმის "მაკდონალდსის" რესტორანს, იმისათვის, რომ მიიღონ ჩვენს საიტზე www.mcdanketa.ge სარეგისტრაციო კოდი. კოდის მიღების შემდეგ მათ უნდა შეავსონ ანკეტა მენეჯერის ვაკანსიაზე და ამასთან ერთად ატვირთონ თავიანი CV.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე