ვებ და მობილური აპლიკაციების დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ვებ და მობილური აპლიკაციების დიზაინერი
მომწოდებელი: Mobility
გამოქვეყნდა: 21 დეკ / ბოლო ვადა: 20 იან
საქართველოში წამყვანი პროგრამული უზრუნველყოფისა და მობილური პროდუქტების მწარმოებელი კომპანია - შპს "Mobility" აცხადებს ვაკანსიას ვებ და მობილური აპლიკაციების დიზაინერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ტექნიკური დავალებების ადაპტირება, აპლიკაციების არქიტექტურის დაგეგმვა და პროტოტიპების შემუშავება;
** ვებ და მობილური აპლიკაციების გრაფიკული დიზაინის შემუშავება;
** ტექნიკურ პერსონალთან კომუნიკაცია;
** პროექტის მიმდინარეობის რეპორტინგი.

აუცილებელი პროფესიული მოთხოვნები:

** გრაფიკული რედაქტორების (Adobe Photoshop, Adobe Illustrator, Adobe XD, Sketch, Corel Draw) სრულყოფილი ცოდნა;
** რეალურ ვებ-პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

დამატებით უპირატესობად ჩაითვლება HTML5/PHP/CSS ტექნოლოგიების საბაზო ცოდნა.

აუცილებელი პიროვნული მოთხოვნები:

** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

რას გთავაზობთ:

** სამუშაოს თანამდროვე და კომფორტულ გარემოში;
** მოხერხებულ სამუშაო გრაფიკს - 5 დღე კვირაში, 10:00-18:00 სთ (შესვენებით);
** საინტერესო და პრესტიჟულ პროექტებზე მუშაობას;
** კონკურენტუნარიან ხელფასს (გასაუბრების შედეგად, კვალიფიკაციის მიხედვით);
** მუდმივი ზრდის პერსპექტივას - როგორც ცოდნის, ასევე კარიერული;
** დიდ და მეგობრულ კოლექტივს;
** სოციალურ პაკეტს.

ხელფასი: 1,000-2,000 ლარი (კვალიფიკაციის და გამოცდილების მიხედვით).

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ:

** პირადი CV;
** ნამუშევრების პორტფოლიო - რეალური ვებ-მისამართები, მოკლე აღწერით შესრულებული სამუშაოს შესახებ.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოგზავნონ ნამუშევრების პორტფოლიო (პროექტებში შესრულებული სამუშაოების მოკლე აღწერით) და CV მისამართზე: hr@mobility.ge 2018 წლის 20 იანვრის ჩათვლით. წერილის სათაურში მიუთითეთ "Designer".

გაითვალისწინეთ, რომ არასრული და არათავსებადი განაცხადები არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი ვებ-გვერდი: www.mobility.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე