სპეციალური პედაგოგი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სპეციალური პედაგოგი - ქუთაისი
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
გამოქვეყნდა: 20 დეკ / ბოლო ვადა: 20 იან
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი", ოჯახზე დაფუძნებული ზრუნვის ფარგლებში პროგრამა, აცხადებს ვაკანსიას სპეციალური პედაგოგის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი, ახალგაზრდობის გამზირი მე-3 შესახვევი.
პროექტის ხანგრძლივობა: 2018 წლის იანვარიდან 2018 წლის დეკემბრის ჩათვლით.
სამუშაო განაკვეთი: სამუშაო საათები განისაზღვრება საჭიროების მიხედვით, კვირაში მაქსიმუმ 9 საათი.
ხელშეკრულების ფორმა: მომსახურების ხელშეკრულება.
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1 ვაკანტური ადგილი.

ძირითადი მოვალეობები:

** სპეციალური საგანმანათლებლო/სასწავლო საჭიროებების მქონე ბავშვების აკადემიური მოსწრების ამაღლება/გაზრდა
** ბავშვებთან ინდივიდუალური და/ან ჯგუფური პედაგოგიური მუშაობა;
** ბავშვების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა;
** შემოქმედებითი და ინოვაციური სასწავლო პროგრამის შემუშავება, ბავშვების ინდივიდუალური საგანმანათლებლო/სასწავლო საჭიროებების გათვალისწინებით;
** ყოველი სასწავლო სემესტრის ბოლოს, ტესტირების ორგანიზება გაწეული საგანმანათლებლო დახმარების შედეგების შეფასების მიზნით;
** ყოველი სასწავლო სემესტრის ბოლოს, შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშების მომზადება.
** გაუწიოს კონსულტაციები დაინტერესებულ აღმზრდელებს
** მოითხოვოს და განიხილოს აღმზრდელებთან ერთად პედაგოგების მიერ შემუშავებული ინდივიდუალური საგანმანათლებლო გეგმის შესრულების შესახებ ინფორმაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აქვს მინიმუმ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი პედაგოგიკაში, ფსიქოლოგიაში, მეტყველების თერაპიაში (ლოგოპედი), ან ოკუპაციურ თერაპიაში. სასურველია გავლილი ჰქონდეს (სწავლის პროცესში ან დამატებით) პედაგოგთა პროფესიული უნარების 60 კრედიტიანი პროგრამა, უნდა ფლობდეს თანამედროვე კომპიუტერულ და ქსელურ ტექნოლოგიებს (პროექტორი, პრინტერი, სკანერი, ქსეროქსი).
** უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში
** პედაგოგად მუშაობის გამოცდილება
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
** გუნდური მუშაობისა და კრიტიკულ სიტუაციებში თავის გართმევის უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის (მოსმენა და ინფორმაციის გადაცემა) უნარი
** მზაობა თვითგანვითარებისთვის.

ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო და საპასუხისმგებლო სამუშაოს
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს
** პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი, CV (რომელიც შეიცავს სამი რეკომენდატორი პირის საკონტაქტო ინფორმაციას) და მოკლე აღწერა/ხედვა სასწავლო პროგრამისა და შესასრულებელი პედაგოგიური საქმიანობის შესახებ, შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@sos-kd.ge. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი პოზიცია. განიხილება მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი განაცხადები.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და მათ საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children`s Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე