ტურ-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტურ-ოპერატორი
მომწოდებელი: კახური ტრადიციული მეღვინეობა
გამოქვეყნდა: 20 დეკ / ბოლო ვადა: 20 იან
შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას ტურ-ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ფუნქციები და მოვალეობები:

** კომპანიის პროდუქტისა და მომსახურების შეთავაზება და გაყიდვა
** ტურისტული პაკეტების შედგენა, ტურის პროგრამის მომზადება და მომსახურე გუნდისათვის ინსტრუქციის გადაცემა
** სამოგზაურო დოკუმენტაციის მომზადება
** ტურისტული პაკეტების შედგენა, შეთავაზება და გავრცელება;
** ტურისტების ბაზების შექმნა და ორგანიზება.
** ტურების მიმდინარეობის კონტროლი.

ჩვენ ვეძებთ კანდიდატს:

** რომელიც არის ენერგიული და კომუნიკაბელური
** რომელსაც აქვს გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** რომელსაც აქვს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ძირითადი მოთხოვნები:

** ტურ-ოპერატორად მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა B2 დონეზე
** ტურისტულ პროგრამაში მუშაობის გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV ელ-მისამართზე: vacancy@ktw.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ტურ-ოპერატორი". რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე მიღებიდან ექვსი თვის განმავლობაში. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით აღნიშნული ვაკანსიით დაინტერესებისთვის.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე