ტრენერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტრენერი
მომწოდებელი: ავერსი
გამოქვეყნდა: 20 დეკ / ბოლო ვადა: 20 იან
შპს "ავერსი ფარმა" აცხადებს ტრენერის ვაკანსიას.

ძირითადი მოვალეობები:

** ტრენინგის საჭიროების განსაზღვრა/დაგეგმვა/ორგანიზება
** ტრენინგ-პროგრამების (კომუნიკაცია, კონფლიქტის მართვა, გუნდური მუშაობა, ეფექტური მომსახურება) მომზადება და ჩატარება;
** ტრენინგის შედეგების შეფასება/ანალიზი;
** კადრების შერჩევის პროცესში(ფსიქოლოგიური ტესტების შერჩევა, ტესტირების ჩატარება, მონაცემების დამუშავება და ანალიზი) მონაწილეობის მიღება;

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სოციალური მეცნიერებების კუთხით (სასურველია ფსიქოლოგიის მიმართულებით);
** ტრენერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ფლობა;
** სასურველია TOT-ის სერთიფიკატი (ტრენინგი ტრენერებისათვის);
** სასურველია SPSS-ის ცოდნა (მონაცემთა დამუშავების და სტატისტიკური ანალიზის პროგრამა);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ფლობა;
** ეფექტური ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** შემოქმედებითი აზროვნება, შედეგზე ორიენტაცია;
** პასუხისმგებლობის გრძნობა, აქტიურობა, შრომისმოყვარეობა

სამუშაოს აღწერილობა: აღნიშნული ვაკანსია გულისხმობს სრულ სამუშაო განაკვეთს (ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00; გამოსასვლელი დღეები: შაბათი, კვირა).

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: vacancy@aversi.ge (გთხოვთ, ელფოსტის სათაურში(subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება; წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება), ან წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები 11.00 სთ-დან 15.00 სთ-მდე:

** ფოტოსურათი 3x4 - 1ც.;
** დიპლომის ასლი;
** პირადობის მოწმობის ასლი;
** სარეკომენდაციო წერილები

მისამართზე: ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1575); 2 910238

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 20 იანვარი, 2018 წ.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე