გაყიდვების მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი - ბათუმი
მომწოდებელი: ევროპროდუქტი
გამოქვეყნდა: 19 დეკ / ბოლო ვადა: 19 იან
შპს "ევროპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე ქ. ბათუმში.

ევროპროდუქტი დაარსდა 2004 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კვების პროდუქტების იმპორტი და მათი დისტრიბუცია ქართულ ბაზარზე. იგი ექსკლუზიურად წარმოადგენს საქართველოში ისეთ საერთაშორისო ბრენდებს როგორებიცაა: Valio, Arla, Bayernland, Frico, Spomlek და სხვა.

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge

თანამდებობა: გაყიდვების მენეჯერი
სამუშაო ადგილი: ბათუმი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი ვალდებულებები:

** პოტენციური კლიენტების მოძიება, მოლაპარაკებების წარმართვა;
** კლიენტებთან ხელშეკრულების პირობების შეთანხმება, ხელშეკრულების გაფორმება;
** არსებული კლიენტების მომსახურება, განახლებების შეთავაზება;
** სამიზნე ბაზრის კვლევა;
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
** გაყიდვების წლიური გეგმის შედგენა;
** მომხმარებლების მონაცემთა ბაზების მუდმივი განახლება და კონტროლი;
** ყოველკვირეული ანგარიშის წარმოება უშუალო ხელმძღვანელთან.

კანდიდატი შეირჩევა შემდეგი მოთხოვნების მიხედვით:

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური/ეკონომიკური განხრით);
** ანალოგიურ თანამდებობაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** დაგეგმვისა და მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** საქმის და დროის სწორად განაწილების უნარი;
** დასახული მიზნების მიღწევის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კონფიდენციალობა, მოწესრიგებულობა და პუნქტუალობა;
** ინტერაქციისა და კომუნიკაციის უნარი;
** პრეზენტაციის უნარი.

გთხოვთ დაინტერესებულმა აპლიკანტებმა თქვენი CV გამოაგზავნოთ მისამართზე hr@europroduct.ge და "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე