ბიზნესის ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ბიზნესის ანალიტიკოსი
მომწოდებელი: კრედო ბანკი
გამოქვეყნდა: 18 დეკ / ბოლო ვადა: 18 იან
სს "კრედო ბანკი" წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში. კომპანიის მთავარი მიზანია საქართველოში მცირე და მიკრო ბიზნესის განვითარება და გაფართოება, მიკრო სესხების გაცემის გზით. კრედო სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომლებს კარიერული განვითარებისა და პიროვნული ზრდის საშუალებას.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბის აბონემენტის;
** საპენსიო დაზღვევას;
** პროფესიულ ტრენინგებს;

თანამდებობა: ბიზნესის ანალიტიკოსი
სამუშაო ადგილი: თბილისი, სათავო ოფისი

პოზიციის მიზანი:

ბიზნეს ანალიტიკოსი პასუხისმგებელია კლიენტებისა და პროექტების მონაწილეების ბიზნეს მოთხოვნების იდენტიფიკაციაზე, ბიზნეს პრობლემების გადაჭრის ოპტიმალური გზების ძიების მიზნით. ბიზნეს ანალიტიკოსი ორგანიზაციას აწვდის სხვადასხვა სახის მხარდაჭერას, რაც მოიცავს პროექტის მენეჯმენტს და ბიზნეს პროცესებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საქმიანობას (მაგ. პროექტის ზედამხედველობა, პროცესების განვითარების ეტაპები, სხვადასხვა კვლევების განხორციელება და ანალიზი). ბიზნეს ანალიტიკოსი ახორციელებს ბიზნესის ორგანიზაციული ან/და ოპერაციული მოთხოვნების ანალიზს, შემოწმებასა და დოკუმენტირებას. ბიზნეს ანალიტიკოსი პასუხისმგებელია სხვადასხვა სახის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე, რაც მოითხოვს პრიორიტეტების განსაზღვრას, პროექტების, ინტერესებისა და დროის მართვას.

ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:

** ბიზნეს პრობლემების იდენტიფიკაცია და გაანალიზება. არსებული პროცესებისა და სისტემების განხილვა და ამის შედეგად სათანადო, ინოვაციური და კონსტრუქტული გადაჭრის გზებზე რეკომენდაციის მიცემა;
** სხვადასხვა, ცვალებადი საკითხების მუდმივი მხარდაჭერის მიზნით, მონაცემების დამუშავება და უწყვეტი შესწავლა/გაგების პრინციპის გამოყენება; მიღებული სიახლეებისა და ახალი პრაქტიკის შეტყობინება ყველა შესაბამისი პირისათვის;
** მოთხოვნისამებრ, ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ პროექტების მენეჯმენტი;
** ორგანიზაციის საჭიროებების შესაბამისად, ავტომატური და მექანიკური სისტემების ოპტიმალურად მუშაობის შესახებ რეკომენდაციის გაცემა.
** პროგრამული გადაწყვეტილებების არსებულ სისტემებზე გავლენის გაანალიზება;
** ორგანიზაციაში არსებული სისტემების განვითარების, დანერგვისა და ფუნქციონირების მიზნით ნათელი, გასაგები საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება;
** კომპანიაში არსებული პროგრამული სისტემების მხარდაჭერა ტრეინინგების და სოფტის დანერგვის განხორციელებით, ასევე, პროგრამული გადაწყვეტილების ფუნქციონალური ტესტირების მხარდაჭერა და შედეგების ანალიზში მონაწილეობა;
** ბიზნეს მოთხოვნების საფუძველზე პოლიტიკისა და სტანდარტების მომზადება/შეცვლა, პასუხისმგებლობის ფარგლებში;
** კომპანიის პერსონალთან სათანადო კომუნიკაციის წარმოება;
** განვითარებისა და მიმდინარე სტატუსების შესახებ რეპორტების მომზადება, თითოეულ იმ პროექტზე, რომლისთვისაც გაწეულია მხარდაჭერა;
** მოთხოვნისამებრ, დამატებით პროექტებზე პასუხისმგებლობის აღება და სხვა მოვალეობების შესრულება, მათ შორის, ადმინისტრაციული და დაგეგმარებითი სამუშაოს განხორციელება.

ცოდნა, კვალიფიკაცია, უნარები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია კომპიუტერული მეცნიერების, ფიზიკის ან მათემატიკის მიმართულებით; საბანკო სფეროში, ბიზნესის ანალიტიკოსის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** ორგანიზაციული სტრუქტურის კარგი ცოდნა (საოპერაციო, ფინანსები, IT და ა.შ.);
** ადმინისტრაციული და ანალიტიკური უნარები;
** მომსახურებაზე ორიენტირებული;
** ლოგიკური აზროვნებისა და პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;
** საჭიროების შემთხვევაში, ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობის შესაძლებლობა;
** ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე თავისუფლად კომუნიკაციის უნარი, როგორც ვერბალური, ასევე წერილობითი ფორმით;
** სიახლის, ინოვაციების მარტივად მიღების უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული, შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი;
** კონფლიქტების მართვის უნარი, პოზიტიური და მიუკერძოებელი გზებით;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსეთ ფორმა ქართულ ან ინგლისურ ენაზე, "ვაკანტური პოზიციის დასახელება/ფილიალი" - ის ველში აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვაკანტური პოზიცია. ასევე შეგიძლიათ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: CV@credo.ge

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2017 წლის 18 იანვარი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე