ფინანსური მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ფინანსური მენეჯერი
მომწოდებელი: აქვა გეო
გამოქვეყნდა: 7 დეკ / ბოლო ვადა: 31 დეკ
შპს "აქვა გეო" (მინერალური წყალი "სნო"-ს მწარმოებელი) აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის თანამდებობაზე.

თანამდებობის ძირითადი მიზნები:

** კომპანიის ფინანსური ეფექტიანობის ამაღლება;
** კომპანიის საქმიანობის დაგეგმვის და კონტროლის პროცესის ეფექტური კოორდინაცია და მართვა;
** კომპანიის მიმდინარე საქმიანობისა და ახალი პროექტების და გადაწყვეტილებების ხარჯეფექტურობის შეფასება;

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმების და ბიუჯეტების შედგენა;
** სტრატეგიულ დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
** შესაბამისი პროცედურების შემუშავებაში მონაწილეობა და მათ დაცვაზე კონტროლის უზრუნველყოფა
** საინვესტიციო და სხვა სახის გადაწყვეტილებების (მაგ. ასორტიმენტში ახალი პროდუქტის დამატება, ახალი ქარხნის მშენებლობა და ა.შ.) ფინანსური ანალიზის მომზადების ფინანსური რისკების შეფასება და რეკომენდაციების მომზადება
** კომპანიის მასშტაბით ხარჯების შემცირების რეზერვების პოვნისთვის ბიზნეს-პროცესების, განხორციელებული შესყიდვების, გეგმების განხორციელების შედეგების, ნედლეულის და მზა პროდუქციის მარაგების სიჭარბის კონტროლი, მათი შეფასება, ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება;
** ხარჯების შემცირების რეზერვებზე წინადადებების დამუშავება პრეზენტაცია;
** ბიუჯეტიდან არსებული და მოსალოდნელი გადახრების კონტროლის მიზნით და მიზეზების დეტალური შესწავლისთვის, საჭირო ერთჯერადი და რეგულარული სამუშაოების ორგანიზება, მენეჯმენტის ინფორმირება გადახრებზე და მის გამომწვევ მიზეზებზე;
** ყოველთვიური, ყოველკვარტალური, ნახევარწლიური და წლიური ანგარიშების მომზადების და უფლებამოსილ მხარეებთან წარდგენის ორგანიზება;
** კომპანიის ფინანსური მაჩვენებლების მუდმივი კონტროლი და გადახრებზე რეაგირება;
** ფინანსური ანალიზი და რეპორტინგი;
** კომპანიის დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი;
** საგადასახადო, ფინანსური რეგულირების ორგანოებთან და საბანკო ინსტიტუტებთან ურთიერთობა;
** შესყიდვების და გაყიდვების ხელშეკრულებების ანალიზი და ფინანსური რისკების შეფასება;
** უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით
** ფინანსურ მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** MS Excel მაღალ დონეზე ფლობა
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა
** 1C პროგრამის ცოდნა.

უნარები:

** პროაქტიუული; ენერგიული;
** ლიდერული უნარ-ჩვევები;
** პასუხისმგებლიანი; შედეგზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დროის მართვის უნარი;
** დატვირთული რეჟიმში მუშაობის უნარი;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ CV ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@aquageo.ge არა უგვიანეს 2017 წლის 31 დეკემბრისა. გთხოვთ განცხადებაში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე