გაყიდვების ბაზების განვითარების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაყიდვების ბაზების განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: ირაო
გამოქვეყნდა: 8 დეკ / განახლდა: 11 დეკ / ბოლო ვადა: 29 დეკ
სს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია "ირაო" საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი პოზიციების მქონე კომპანიაა. "ირაო" ახორციელებს თავის საქმიანობას 2004 წლიდან, ხოლო 2007 წლიდან "ირაოს" სრულუფლებიან დამფუძნებელს და პარტნიორს წარმოადგენს Vienna Insurance Group (ვენის სადაზღვევო ჯგუფი), რომელსაც გააჩნია ფართო საფინანსო ქსელი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.

სს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია "ირაო" აცხადებს გაყიდვების ბაზების განვითარების მენეჯერის ვაკანსიას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის არსებული კლიენტების ერთიანი ბაზის შექმნა;
** ბაზების განვითარების ახალი მეთოდების შემუშავება;
** პოტენციური კლიენტების შესახებ ახალი ბაზების მოძიება;
** ბაზების სისწორის ანალიზი და დაცულობის კონტროლი;
** ბაზების განაწილება მენეჯერებზე და შემდგომ, ანგარიშების წარმოება მენეჯერების მიერ განხორციელებული საქმიანობების აღრიცხვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** გაყიდვებში მუშობის გამოცდილება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@irao.ge და წერილის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 29 დეკემბერი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე