საბითუმო გაყიდვების განყოფილების უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საბითუმო გაყიდვების განყოფილების უფროსი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 7 დეკ / ბოლო ვადა: 20 დეკ
ჰოლდინგური კომპანია "თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას საბითუმო გაყიდვების განყოფილების უფროსის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საბითუმო გაყიდვების დაგეგმვა, დისტრიბუცია, მებითუმეებისა და ექსპორტიორების ჭრილში, დაგეგმილი მაჩვენებლების შესრულება/მიღწევის კოორდინაცია.
** მებითუმე კლიენტების ბაზის მართვა- ბაზარზე ახალი კლიენტების იდენტიფიცირება და მოზიდვა, არსებულ კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაცია.
** მებითუმეების მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგი, კონსიგნაციებისა და ვადების კონტროლი;
** მებითუმე კლიენტებთთან გაფორმებული ხელშეკრულებების ასახვის კოორდინაცია SAP ERP პროგრამაში;
** მებითუმე სავაჭრო ობიექტების კომპანია "თეგეტა მოტორსის" სარეკლამო მასალებითა და კატალოგებით მომარაგების კოორდინაცია;
** ახალი მებითუმეებისთვის საბითუმო ფასების ერთჯერადად მინიჭება, მათი შემდგომი რეალიზაციის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში მუდმივი საბითუმო პრეისკურანტის მინიჭება.
** მებითუმეების გადახდისუნარიანობის მონიტორინგი და კონტროლი-საბანკო გარანტიების ვადიანობის, კონსიგნაციის ლიმიტების, კონსიგნაციის ვადების კონტროლი.
** პრობლემურ კლიენტებთან ურთიერთობა და კონსიგნაციური ვალდებულებების შემცირების უზრუნველყოფა.
** მებითუმეებისათვის კონსიგნაციით პროდუქციის გაცემა/რეალიზაციაზე გადაწყვეტილების მიღება (დელეგირებული ლიმიტის ფარგლებში)
** მებითუმეებისათვის სავაჭრო ფასდაკლების სქემის ყოველწლიური განახლება და კომპანიის აღმასრულებელ მენეჯმენტთან შეთანხმება;
** მებითუმეების ყოველწლიური ფასდაკლების მაჩვენებლების მონიტორინგი და ყოველი წლის დასაწყისში, სისტემით გამომუშავებული ფასდაკლების/ბონუსების გაცემის ორგანიზება.
** სადილერო ქსელის განვითარება - სხვადასხვა სერვის პროვაიდერებსა და სახელოსნოებთან, სავაჭრო პირობების შეთანხმება, ხელოსნების დაგროვების/ საბონუსე ბარათებზე არსებული ბრუნვების მიხედვით გამომუშავებული ბონუსების გაცემების ორგანიზება.
** კომპანიის დისტრიბუციის ქსელის რეალიზაციების დაგეგმვა და გეგმების შესრულების კოორდინაცია;
** დისტრიბუციით რეალიზაციის ქსელის გაფართოება და ეფექტური ქსელის ჩამოყალიბება-ახალი კლიენტების მოძიება, რეალიზაციის პირობებზე მოლაპარაკების წარმოება, ხელშეკრულების გაფორმება.
** სავაჭრო ობიექტების სარეკლამო მასალებით მომარაგებისა და მერჩენდაიზინგის წესების დაცვის კოორდინაცია;
** დისტრიბუციის შედეგების ანალიზი და რეპორტის მომზადების კოორდინაცია;
** პრობლემურ კლიენტებთან ურთიერთობა და პრობლემური კონსიგნაციური ვალდებულებების შემცირების უზრუნველყოფა.
** დისტრიბუციაში შემავალი კლიენტებისთვის, ინფორმაციის მიწოდება კომპანიაში შემოსული ახალი პროდუქციის შესახებ;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** რუსული და ინგლისური ენების ფლობა;
** ERP SAP - ის გაყიდვების მოდულის ცოდნა (სასურველია);
** Excel მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სწრაფად ცვალებად გარემოში ადექვატური გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** გუნდის განვითარებისა და სწორი დელეგირების უნარები;
** ანალიტიკური აზროვნება;
** შედეგზე ორიენტირებულობა;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tegetamotors.ge 2017 წლის 20 დეკემბრამდე.

გაცნობებთ, რომ შევსებული ანკეტა ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 10 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე