ვაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ვაიზერი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 7 დეკ / ბოლო ვადა: 30 დეკ
ჰოლდინგური კომპანია "თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას ვაიზერის პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდვების გეგმის შედგენა;
** პრისელერებისთვის კლიენტების გადანაწილება და სამოქმედო გეგმის განსაზღვრა;
** მიწოდების აგენტებისთვის სამოძრაო მარშუტის განსაზღვრა და დაგეგმვა;
** საბითუმო ქსელში ახალი კლიენტის მოძიება, სავაჭრო არხის გაფართოებაზე და განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა;
** მოლაპარაკებების წარმოება და კომერციული ურთიერთობების აწყობა;
** ბაზრის შესწავლა, კონკურენტული გარემოს ანალიზი და შესაძლო ტენდენციების განსაზღვრა.
** ვალების და ლიმიტების კონტროლი;
** ხელშეკრულებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადების და გაფორმების კოორდინაცია;
** მებითუმე კლიენტების ლიმიტების, კონსიგნაციებისა და გადახდების კონტროლი;
** საჭიროების მიხედვით პროგრამა SAP - ში პროდუქციის მარაგების კონტროლი;
** დისტრიბუციის ჯგუფის სრული კოორდინაცია და შესრულებული სამუშაოს კონტროლი;
** დისტრიბუციის თანამშრომლების კორპორატიული სამუშაო ეთიკის, დისციპლინის, გარეგნული იერსახისა და კომპანიის შინაგანაწესის დაცვის კონტროლი;
** გეგმების შესრულების მუდმივი მონიტორინგი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ ყოველდღიური რეპორტების დროულად/კორექტულად წარმოდგენის კონტროლი;
** დისტრიბუციის შედეგების ანალიზი და რეპორტის მომზადების კოორდინაცია;
** საბითუმო ქსელში მერჩენდაიზინგის კონტროლი;
** სავაჭრო ობიექტების პერსონალის ტრენინგი;
** პრისელერების კლიენტებთან გეგმიური ვიზიტის განხორციელების კონტროლი;
** მებითუმე კლიენტების მუდმივი ინფორმირება კომპანიაში შემოსული ახალი პროდუქციის თაობაზე;
** მებითუმე კლიენტების კმაყოფილების კვლევა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება.
** აუცილებელია გაყიდვების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია ავტოსატრანსპორტო სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** MS Office - ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** აუცილებელია რუსული ენის ცოდნა;
** ავტომანქანის მართვის მოწმობა B კატეგორია.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ორგანიზებულობა;
** სწრაფად ათვისების უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** პრობლემების დროულად მოგვარების უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@tegetamotors.ge 2017 წლის 30 დეკემბრამდე.

გაცნობებთ, რომ შევსებული ანკეტა ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 10 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე