გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Leader System
გამოქვეყნდა: 7 დეკ / ბოლო ვადა: 7 იან
შპს "ლიდერ სისტემი" იტალიური ბრენდის (LITOKOL) სამშენებლო მასალების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში დაარსდა 2011 წელს. დღესდღეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით სამშენებლო მასალების სფეროში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა და უჭირავს ბაზრის 50 პროცენტი. შპს "ლიდერ სისტემი" მომხმარებელს სთავაზობს უმაღლეს ხარისხსა და სამშენებლო მასალების ფართო არჩევანს. კომპანიის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს ახალგაზრდა პერსპექტიული კანდიდატების შერჩევას და შემდგომში მათ პროფესიულ ზრდასა და განვითარებას.

კომპანია "LEADER SYSTEM LLC" ხანგრძლივი თანამშრომლობისთვის იწვევს ახალგაზრდა პერსპექტიულ და პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებულ მამაკაცებს გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე სამუშაოდ.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** ახალი ობიექტების მოძიება და კლიენტების მოზიდვა;
** გაყიდვების ზრდაზე მუდმივად ზრუნვა;
** კლიენტებისთვის პროდუქციის ასორტიმენტის გაცნობა და კონსულტაციის გაწევა;
** კლიენტებისგან შეკვეთის მიღება და მონიტორინგი;
** პროდუქციის ცხელ ზონებში განთავსება და მონიტორინგი;
** დაგეგმილი მარკეტინგული აქტივობების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
** MS Office პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი (სავალდებულოა)

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მოლაპარაკებების წარმოების უნარი
** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული
** სწრაფად ათვისების უნარი
** სხარტი აზროვნება
** მიზანსწრაფული და შედეგზე ორიენტირებული
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და მუშაობის უნარი

ანაზღაურება:

** ფიქსირებული + ბონუსი გაყიდული პროდუქციიდან (1000 დან 2500 ლარამდე). საწვავით და ტელეფონის ბალანსით უზრუნველყოფა. ავტომობილის ამორტიზაციის ხარჯის ანაზღაურება.
** 6 დღიანი სამუშაო გრაფიკი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე hr@leadersystem.ge და გთხოვთ სათაურის ზოლში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე