მაღაზიის კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მაღაზიის კონსულტანტი
მომწოდებელი: Calzedonia
გამოქვეყნდა: 7 დეკ / ბოლო ვადა: 21 დეკ
ქალბატონებისა და მამაკაცების აქსესუარების ბრენდულ მაღაზიათა ქსელი CALZEDONIA აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის კონსულტანტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლებისათვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა მათთვის სასურველი ნივთის შერჩევაში
** მაღაზიაში განლაგებული პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა
** არსებული პროდუქციის განთავსება დარბაზში კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით
** მომხმარებლისგან თანხის მიღება, სალაროსთან მუშაობა

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 3 წელი
** სალაროსთან/ფულთან მუშაობის გამოცდილება
** MS Office-ის მაღალ დონეზე ფლობა
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ფლობა სავალდებულოა
** გამართული ზეპირი კომუნიკაციის უნარი

პიროვნული მახასიათებლები:

** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** მიზანსწრაფულობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა

სამუშაო გრაფიკი მცოცავი, კვირაში ერთი დასვენების დღით.

გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.მისამართზე: calzedonia.georgia@gmail.com

რეზიუმე ფოტოსურათის გარეშე არ განიხილება.

განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა: 21 დეკემბერი 2017 წელი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე