მარკეტინგული პროექტების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მარკეტინგული პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: ნოვა ტექნოლოჯი
გამოქვეყნდა: 7 დეკ / ბოლო ვადა: 30 დეკ
სს "ნოვა ტექნოლოჯი" 2007 წლიდან ნერგავს და ავითარებს სწრაფი გადახდების ბიზნესს ქართულ ბაზარზე. კომპანია ყოველდღიურად ემსახურება 350 000 - მდე მომხმარებელს 6500 - მდე მომსახურების წერტილიდან. შემოუერთდი სწრაფად განვითარებად ბიზნესს და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდთან ერთად.

სს "ნოვა ტექნოლოჯი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგული პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობების აღწერა:

** კომპანიის მისიის, ხედვის და სტრატეგიის მხარდაჭერა;
** ბაზრის კვლევა და ანალიზი;
** მარკეტინგული აქტივობების მიხედვით პროექტის სრული ციკლის მართვა - პროექტის დაგეგმვა, განხორციელების მონიტორინგი, შეფასება, დასრულება;
** პროექტის აღწერა, პროექტის შესრულების განრიგის შემუშავება, პროექტის გუნდის ფორმირება, მოსალოდნელი შედეგების პროგნოზირება;
** პროექტის ძირითადი პარამეტრების: დროითი, ადამიანური და მატერიალური რესურსების განსაზღვრა და ოპტიმალური განაწილება;
** მარკეტინგულ აქტივობებთან დაკავშირებული ღონისძიებების დაგეგმვა და საორგანიზაციო საკითხებში მონაწილეობა;
** თანამშრომლების ინფორმირება მარკეტინგული აქტივობების შესახებ;
** PR კამპანიის დაგეგმვა და განხორციელება;
** საბეჭდი მასალების მომზადების უზრუნველყოფა;
** შესრულებული და მიმდინარე ამოცანების ყოველდღიური მონიტორინგი და რეპორტინგი უშუალო მენეჯერთან;
** მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია პროექტების მართვის გამოცდილება;
** პროექტების მართვის მეთოდოლოგიების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

განათლება:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის მიმართულებით)
** ინგლისური ენის ცოდნა (რუსული სასურველია)

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარი;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა;
** საქმის და დროის სწორად განაწილების უნარი;
** პასუხისმგებლობა და დისციპლინირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ინიციატივის გამოჩენის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** იმუშავოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
** განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@novatech.ge და "subject"-ის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 2017 წლის 30 დეკემბერი.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ სს "ნოვა ტექნოლოჯი" - მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემები შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე