ექსკავატორ-დამტვირთველის ოპერატორი - ფოთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ექსკავატორ-დამტვირთველის ოპერატორი - ფოთი
მომწოდებელი: პრაიმ ბეტონი
გამოქვეყნდა: 7 დეკ / ბოლო ვადა: 6 იან
სამშენებლო კომპანია "პრაიმ ბეტონი" ეძებს კადრს ექსკავატორ-დამტვირთველის ოპერატორის პოზიციაზე ქ. ფოთში.

"პრაიმ ბეტონი" არის დაზღვეული სამოქალაქო კონტრაქტორი, რომელსაც აქვს ფილიალები თბილისსა და ფოთში და ჩართულია სამშენებლო სფეროს მომსახურებებში. ჩვენი მომსახურება მოიცავს მთლიანი პროექტების მართვას, მიწის სამუშაოებს, მონოლითური ბეტონის სამუშაოებს, ფოლადის კონსტრუქციების მონტაჟს, ასევე ბეტონისა და ინერტული მასალის წარმოებასა და მიწოდებას.

იხილეთ ლინკი: www.primeconcrete.ge

სამუშაო განაკვეთი: სრული
პოზიციის ადგილმდებარეობა: სამეგრელო-ზემო სვანეთი
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად

სამუშაოს აღწერილობა:

** ექსკავატორ-დამტვირთველის ოპერირება
** დამწყები ექსკავატორის ოპერატორებისთვის თავდაპირველი სწავლების უზრუნველყოფა
** ტექნიკის შემოწმება/შეპოხვა
** საჭიროების შემთხვევაში მიბარებულ ტექნიკაზე მცირედი სარემონტო სამუშაოების შესრულება
** გრუნტის სამუშაოების შესრულება
** კომპეტენციის ფარგლებში სამშენებლო პროექტის მენეჯერის დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** S კატეგორიის მართვის მოწმობა
** ექსკავატორზე მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 5 წელი
** ტექნიკის უსაფრთხოდ მართვის უნარი
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@primeconcrete.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

დაგვიკავშირდით: +995 591 857 070
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე