კონკურსი გრაფიკული ვიდეორგოლების მომზადებაზე
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კონკურსი გრაფიკული ვიდეორგოლების მომზადებაზე
მომწოდებელი: ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი
გამოქვეყნდა: 6 დეკ / ბოლო ვადა: 17 დეკ
"ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი" (TDI) აცხადებს კონკურსს სოციალური ვიდეორგოლების მომზადებაზე.

10 გრაფიკული ვიდეორგოლი უნდა მომზადდეს საქართველოში სხვადასხვა რელიგიური და ეთნიკური გაერთიანების შესახებ მულტიმედია პლატფორმისთვის "მრავალფეროვნების სახეები". ვიდეორგოლების შინაარსს და თემატიკას განსაზღვრავს TDI და ავტორ(ებ)ს მიაწვდის სოციალური რგოლის მომზადებისთვის საჭირო ინფორმაციასა და დოკუმენტურ მასალას.

თითოეული გრაფიკული ვიდეოს ქრონომეტრაჟი: 1-დან 2 წუთამდე.
ვიდეოები თანმიმდევრულად უნდა მომზადდეს 2018 წლის იანვარი-აპრილის შუალედში.

პირობები:

** დამკვეთი იტოვებს უფლებას, კონკურსში შეარჩიოს ერთი ან რამდენიმე კომპანია/ავტორი ვიდეორგოლების მოსამზადებლად;
** გრაფიკულ დიზაინერს/კომპანიას მოეთხოვება კრეატიული ვიზუალური კონცეფციის შექმნა და იდეების განვითარება, ვიზუალის მომზადება დამკვეთის მოთხოვნისა და ინტერესების შესაბამისად.

საკონკურსო განაცხადისთვის საჭირო დოკუმენტები: პორტფოლიო/CV კომპანიის/ავტორის გამოცდილების შესახებ; კომპანიის/ავტორის მიერ შესრულებული მსგავსი სამუშაოს ბმულები.

საბუთები დაინტერესებულმა პირებმა/კომპანიებმა უნდა გამოაგზავნონ ელ-ფოსტაზე: tdigeorgia@gmail.com. გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ: "გრაფიკული ვიდეო".

განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადა: 2017 წლის 17 დეკემბერი.

პროექტის საერთო ბიუჯეტი: 2,250 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადის ჩათვლით).

პროექტი მიმდინარეობს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) "კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (PROLoG) პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება "აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის" (EWMI) მიერ.
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე