სახანძრო უსაფრთხოების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სახანძრო უსაფრთხოების მენეჯერი
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 6 დეკ / ბოლო ვადა: 12 დეკ
"გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა, დაარსებული 1998 წელს.

კომპანიის ძირითად საქმიანობის სფეროს სამშენებლო და სარემონტო მასალების საქართველოში იმპორტირება და საცალო-საბითუმო ვაჭრობა წარმოადგენს. გორგიას მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში.
"გორგია" ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით: ჰიპერმარკეტი "გორგია" და "გორგია პრემიუმი".

ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში.

კომპანია "გორგია" აცხადებს ვაკანსიას სახანძრო უსაფრთხოების მენეჯერის პოზიციაზე, თბილისში.

მოვალეობები

** კომპანიაში სახანძრო უსაფრთხოების სისტემის გაუმჯობესება, დახვეწა და შესრულების კონტროლი
** სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტებისა და სახელმძღვანელოების შემუშავება და პერიოდული განახლება კანონმდებლობის შესაბამისად
** მუდმივი ინფორმირებულობა სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე და კომპანიის მენეჯმენტის დროულად ინფორმირება
** სახანძრო უსაფრთოხების ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟების რეგულარულად ჩატარება
** პერსონალის ცოდნის შემოწმება (ამ მიზნით ტესტირების, სიმულაციების წარმოება)
** შემთხვევების დოკუმენტირება, სტატისტიკისა და რეპორტინგის წარმოება

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** თეორიული ცოდნა, სერთიფიკატი - სახანძრო/შრომის უსაფრთხოების მიმართულებით
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება (სახანძრო/შრომის უსაფრთხოების მიმართულებით)

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ძლიერი კომუნიკაციის და ინტერპერსონალური უნარ-ჩვევები
** შედეგებზე ორიენტირებული
** დეტალებზე ორიენტირებული

გთხოვთ, 12 დეკემბრამდე გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: hrproject3@gorgia.ge

გაითვალისწინეთ, რომ აუცილებელია გამოგზავნისას მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე