ტენდერი სკვერის კეთილმოწყობით სამუშაოებზე
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტენდერი სკვერის კეთილმოწყობით სამუშაოებზე
მომწოდებელი: RMG
გამოქვეყნდა: 6 დეკ / ბოლო ვადა: 13 დეკ
კომპანია "RMG Copper" აცხადებს ტენდერს სკვერის კეთილმოწყობითი სამუშაოების ჩატარების მიზნით.

სამუშაოების ჩატარების ადგილი: ბოლნისის რაიონი, დაბა კაზრეთი.

დეტალური ინფორმაცია, გთხოვთ, იხილოთ თანდართულ მასალებში.

კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ სატენდერო წინადადება, სადაც მოცემული უნდა იყოს:

** შესასრულებელი სამუშაოს ვადები (დეტალური გეგმა-გრაფიკი);
** შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება (დეტალური ხარჯთაღრიცხვა) და ანგარიშსწორების პირობები;
** ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მესაკუთრეთა მითითებით;
** ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, იურიდიული პირის ქონებაზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ.
** რეკვიზიტები (მისამართები, როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური, ფაქტიური, ელექტრონული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები და სხვა.)
** მონაცემები კომპანიის მიერ განხორციელებული ანალოგიური მომსახურების შესრულების შესახებ.

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება, თანმხლები დოკუმენტაციით, უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.

სატენერო წინადადების ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადება უნდა იყოს წარმოდგენილი დალუქული კონვერტით, სატენდერო კომისიის მდივნის, ლილე პირველის სახელზე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ალექსიძის #1 შესახვევი III

სატენდერო წინადადება ასევე შეგიძლიათ მოგვაწოდოთ კოდირებული ელექტრონული ფოსტის საშუალებით, ელ.ფოსტაზე: LPirveli@richmetalsgroup.com | cc: NDvali@richmetalsgroup.com

ტენდერთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტებისათვის შეგიძლიათ მიმართოთ სატენდერო კომისიის მდივანს, ელ. ფოსტაზე: LPirveli@richmetalsgroup.com

კონვერტს უნდა ეწეროს პრეტენდენტის სახელი და ტენდერის დასახელება.

წინადადებების მიღების ბოლო ვადაა 13 დეკემბერი, 2017 წ.
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე