შრომის უსაფრთხოების ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: შრომის უსაფრთხოების ოფიცერი
მომწოდებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
გამოქვეყნდა: 6 დეკ / ბოლო ვადა: 22 დეკ
შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წამყვანი კომპანია საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით თბილისისა და მისი შემოგარენის უზრუნველყოფა, აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების ოფიცრის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიაში დანერგილი უსაფრთხოების სტანდარტების აღსრულების უზრუნველყოფა კომპანიის კუთვნილ ობიექტებზე და საველე სამუშაოების შესრულებისას;
** სამუშაოებზე დაკვირვების წარმოება და წინადადებების ინიცირება შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გასაუმჯობესებლად;
** კომპანიის კუთვნილ ობიექტებზე და ველზე მომუშავეების მიერ უსაფრთხოების ნორმების დაცვის ყოველდღიური ინსპექტირება;
** ინციდენტების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი ღონისძიებების გატარება და ჩანაწერების წარმოება;
** საჭიროების შემთხვევაში თანამშრომლებისთვის ინსტრუქტაჟის ჩატარება მათ სამუშაო ადგილზე;
** ჩანაწერების და რეპორტინგის წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკური;
** უპირატესობა მიენიჭება შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სერთიფიკატის მქონე კანდიდატს;
** მსგავს პოზიციაზე მუშობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** შრომის უსაფრთოხების რეგულაციებისა და საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** ძლიერი კომუნიკაციის და ინტერპერსონალური უნარ-ჩვევები;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@georgianwater.com არაუგვიანეს 2017 წლის 22 დეკემბრისა. გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე