ფილიალის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ფილიალის მენეჯერი
მომწოდებელი: სუფთა სახლი
გამოქვეყნდა: 6 დეკ / ბოლო ვადა: 6 იან
მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" დაარსდა 2009 წელს. თავდაპირველად მაღაზიები მხოლოდ დედაქალაქში იხსნებოდა, თუმცა 2014 წლიდან ქსელმა მასშტაბური ზრდა დაიწყო და დღესდღეობით საქართველოს ყველა რეგიონულ ცენტრში არის წარმოდგენილი 85 ფილიალით.

"სუფთა სახლი" მომხმარებელს მრავალფეროვან პროდუქციას სთავაზობს. ნებისმიერ ფილიალში შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგი კატეგორიის პროდუქცია: პარფიუმერია; პირადი ჰიგიენის ნივთები; სარეცხი და საწმენდი საშუალებები; წვრილმანი საყოფაცხოვრებო ნივთები; ჭურჭელი, საკანცელარიო საქონელი. კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე მისაღები ფასი. სწორედ ამიტომ ჩვენს ქსელში ყოველთვიურად შეხვდებით ყველა კატეგორიაში არსებულ სააქციო პროდუქციას ბაზარზე ყველაზე დაბალ ფასად.

"სუფთა სახლში" მთელი საქართველოს მასშტაბით დასაქმებულია 600-ზე მეტი თანამშრომელი და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება - ეს გახლავთ პროფესიონალთა ძლიერი გუნდი, რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას.

ამჟამად მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა პროდუქციასთან დაკავშირებით;
** პროდუქციის განაწილება და მოწესრიგება;
** წარმოდგენილი პროდუქციის ვადების კონტროლი;
** კონსულტანტებისა და მოლარეების მართვა;
** ახალი პროდუქციის მიღება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** მერჩენდაიზინგის კონტროლი;
** სააღრიცხვო პროგრამასთან მუშაობა.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel)
** სწორად და გამართულად მეტყველების უნარი;
** კომუნიკაბელური;
** მოტივირებული;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სასურველია გამოცდილება აღნიშნულ სფეროში.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: hr@clean-house.ge და გთხოვთ, მიუთითოთ სასურველი თანამდებობა "ფილიალის მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებ გვერდს, შემდეგ მისამართზე: http://www.clean-house.ge

ვიცხოვროთ "სუფთა სახლში"!

"სუფთა სახლი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც "სუფთა სახლისათვის" ხელმისაწვდომი გახდება გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების კომპანიისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა "სუფთა სახლში" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე