საწყობის მომმარაგებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საწყობის მომმარაგებელი
მომწოდებელი: ბ დიზაინი
გამოქვეყნდა: 6 დეკ / ბოლო ვადა: 6 იან
კომპანიის შესახებ:

ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ ნებისმიერი სირთულისა და დიზაინის საოფისე და საოჯახო ავეჯის დამზადება. ჩვენ მოგცემთ საკუთარი ხედვის რეალიზების საშუალებას თქვენს სახლსა და ოფისში, მოგეცემათ შესაძლებლობა დააპროექტოთ ინტერიერის ყველა წვრილმანი, მიიღოთ გამორჩეული ექსკლუზიური ავეჯი.

საწარმო დაკომპლექტებულია პროფესიონალთა კადრით და აღჭურვილია თანამედროვე საწარმო დანადგარებით, რაც განაპირობებს მაღალ ხარისხიანი პროდუქციის შექმნას.

პოზიცია: საწყობის მომმარაგებელი

მოვალეობები:

** საწყობში შემოსული პროდუქციის აღრიცხვა, დასაწყობება
** საწყობის მომარაგებისთვის დადგენილი პროცედურების და სამუშაო აღწერილობის შესწავლა და მისით ხელმძღვანელობა
** საწყობის დროულად მომარაგება შესაბამისი მასალებით
** პროდუქციის დაცლა-დატვირთვაში მონაწილეობის მიღება
** მთელი დღის მარშრუტის წინასწარ დაგეგმვა და შეთანხმება მის უშუალო ხელმძღვანელთან
** შეძენილი პროდუქციის საბუთების აღრიცხვა-კონტროლი
** მომარაგების წინა დღეს მის უშუალო ხელმძღვანელთან, მოსამარაგებელი პროდუქციის სრული სიის განხილვა.
** ავტომობილის ტექნიკური მხარის რეგულარულად შემოწმება და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში დროული რეაგირება
** ტვირთის უსაფრთხოდ და დაუზიანებლად გადაადგილება

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს სფეროში (ავეჯის წარმოება)
** B კატეგორიის მართვის მოწმობა, (აუცილებელია)
** მინიმუმ 2 წლიანი მართვის გამოცდილება
** კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Office Word; Microsoft Office Excel

უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პრობლემებზე დროული რეაგირებისა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი
** სამუშაოს დათქმულ ვადებში შესრულების უნარი
** სხვადასხვა სიტუაციებში გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი
** დატვირთულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოგზავნოთ CV მისამართზე: cvbdesigne@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე