კატეგორიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კატეგორიის მენეჯერი
მომწოდებელი: ნიკორა ტრეიდი
გამოქვეყნდა: 6 დეკ / ბოლო ვადა: 28 დეკ
სს "ნიკორა ტრეიდი"- ბაზარზე სუპერმარკეტების მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი, ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის "ნიკორას" "ნუგეშის" "ლიბრესა" და "სანდეის" მაღაზიები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 202 სავაჭრო ობიექტს რომელთაგანაც 167 თბილისში ხოლო 35 საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშია წარმოდგენილი.

"ნიკორა ტრეიდის" მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, ხარისხის კონტროლი, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. ყოველივე ეს კი არის შედეგი იმისა, რომ კომპანია ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და წარმატებულია თავის სფეროში, რასაც ასევე ხაზს უსვამს დასაქმებულთა მაღალი კოეფიციენტი, რომელმაც ბოლო მონაცემებით 2700-ს გადააჭარბა.

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე http://www.nikoraholding.ge

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** ასორტიმენტში არსებული ანალიზის საფუძველზე ახალი მომწოდებლის, ბრენდის მოძიება;
** არსებული მომწოდებლების პროდუქტის პორტფოლიოს სიახლეებზე ინფორმაციის მუდმივი განახლება;
** ბაზარზე არსებული ტენდენციებისა და შესაძლებლობების რაოდენობრივი ანალიზი (მისი კატეგორიის ფარგლებში);
** გაყიდვების დაგეგმვა ( ბაზრის ანალიზი, წილების ანალიზი, სეზონურობის და ა.შ.)
** ფასთწარმოქმნის ანალიზი (საცალო, საბითუმო), კონკურენტების ანალიზი;
** ტენდენციების ანალიზზე დაყრდნობით მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება;
** მომწოდებლებისაგან შემოსული განაცხადების განხილვა, ინფორმაციის პროგრამული დამუშავება, უშუალო ხელმძღვანელისთვის წარდგენა და შემოთავაზებული პირობების მიხედვით კომპანიისთვის ყველაზე მისაღები მოწოდების განსაზღვრა.
** მომწოდებლისგან საუკეთესო პირობის მიღების უზრუნველყოფა (ფასდაკლება, ქეშბექი, რეტრო ბონუსი, გადახდის პირობა, ვადაგასულების ლიკვიდაცია) და არსებული პირობების მუდმივი გაუმჯობესება;
** გაყიდვების სტიმულირებისთვის მარკეტინგული და პრომო აქტივობების დაგეგმვა, გაყიდვების პროგნოზირება;
** შეთანხმებული პირობების შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების უზრუნველყოფა იურიდიულ და ფინანსურ დეპარტამენტებთან შეთანხმებით;
** ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კოორდინირება, ხელშეკრულების ვადების მონიტორინგი.
** თანამშრომლობის საწყის ეტაპზე, მომწოდებლისთვის შეთანხმებული მაღაზიების სიის, მისამართების და ასევე სხვა საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** ახალ პროდუქტზე სრული ინფორმაციის მიწოდება მაღაზიებისთვის: დასახელება, ფასები, თანამშრომლობის ძირითადი პირობების, პროდუქტის ანოტაცია (შენახვის პირობები, ძირითადი მახასიათებლები);
** საჭიროების შემთხვევაში მაღაზიებისთვის პირველი შეკვეთის გაკეთება;
** პროდუქციის ცენტრალიზებულად მომარაგების შემთხვევაში, საწყობში მარაგების და შეკვეთების კოორდინირება, კონტროლი;
** მონაცემთა ბაზების შექმნა საქონლისა და მომწოდებლების მიხედვით; ნომენკლატურის დამუშავება.
** კატეგორიაში შესყიდვების, გაყიდვების, და მარაგების ანალიზი მუდმივ რეჟიმში;
** მობრუნებების და ვადაგასული პროდუქტის კონტროლი/მინიმუმამდე დაყვანა;
** პროდუქტის ფასნამატის დადგენა, კატეგორიის ჯგუფის საერთო ფასნამატის დადგენა;
** კატეგორიაში, ჯგუფის და ასევე ჯგუფში მომწოდებლის პორტფოლიოს მომგებიანობის ანალიზი;
** არსებული ასორტიმენტის ანალიზი, პორტოფლიოს განახლებით (ახალი სახეობების დამატება, მძიმე პროდუქტის ამოღება);
** ნიკორას მაღაზიების მონიტორინგი (თვეში მინიმუმ 3 გასვლა);
** კონკურენტი ქსელების ანალიზი: ასორტიმენტი, ფასები, აქტივობები, მათი განვითარების დინამიკა (თვეში მინიმუმ 3 გასვლა);
** სტრატეგიებისა და ტაქტიკური სვლების შემუშავება კატეგორიაში არსებული გაყიდვების ზრდის უზრუნველყოფის მიზნით;
** ასორტიმენტის და კომპანიაში დასახული სტრატეგიის გათვალისწინებით, სავაჭრო სივრცეებში და თაროებზე პროდუქციის სწორად განთავსება (პლანოგრამა) და მისი კონტროლი;
** მაღაზიის კვადრატულობის, ასევე ბრენდის მოგება ზარალის გათვალისწინებით, მაღაზიაში თაროზე პროცენტული გადანაწილების გეგმის შემუშავება;
** მომწოდებელთან ბიუჯეტის დაგეგმარება და შექმნა;
** კატეგორიაში დაგეგმილი სიახლეების და გეგმების განხილვა, შეთანხმება;
** უკვე დამტკიცებული პროექტების შესახებ ზუსტი ინფორმაციის მიწოდება, კერძოდ თანამშრომლობის პირობა, პლანოგრანა, ფასები, პოტენციალი;
** მუდმივი რეკომენდაციების წარმოება გაყიდვების გუნდისთვის;
** მერჩენდაიზერების მიერ შესრულებული სამუშაოს კონტროლი (პლანოგრამა).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა აუცილებელია

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** ძლიერი ანალიტიკური და მენეჯერული უნარ-ჩვევები
** კომუნიკაბელურობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** ენერგიულობა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2017 წლის 28 დეკემბრამდე, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე - jobs@nikoratrade.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე