საოპერაციოს უფროსი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საოპერაციოს უფროსი - ქუთაისი
მომწოდებელი: ტერაბანკი
გამოქვეყნდა: 6 დეკ / ბოლო ვადა: 20 დეკ
სს "ტერაბანკი" ქუთაისის ფილიალში აცხადებს მიღებას საოპერაციოს უფროსის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** საოპერაციო განყოფილების მართვა
** შესრულებული ოპერაციების შემოწმება და კონტროლი
** სხვადასხვა ტიპის დოკუმენტაციის მომზადება
** მომსახურების ხარისხის კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია საბანკო სფეროში, ფინანსებსა და ბუღალტრულ აღრიცხვაში.);
** აუცილებელია ამავე პოზიციაზე მინიმუმ 1 წლის გამოცდილება
** ენების ცოდნა: ინგლისური და რუსული
** კომპიუტერული პროგრამების - Microsoft Word, Excel, Power Point საფუძვლიანი ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა და დისციპლინირებულობა
** საუკეთესო მენეჯერული და ანალიტიკური უნარები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** საუკეთესო კომუნიკაციური შესაძლებლობები და გუნდური მუშაობის უნარი.

მსურველებს გთხოვთ CV ან შევსებული კანდიდატის განაცხადის ფორმა გამოაგზავნოთ მისამართზე: vacancy@terabank.ge

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადა: 20.12.17, 17:00 სთ

აპლიკანტების საყურადღებოდ: გთხოვთ, "subject"-ში მიუთითოთ პოზიცია და ქალაქი, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. სხვა შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება. ტესტირებისა და გასაუბრებისათვის მოვიწვევთ მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემული ვაკანსიის მოთხოვნებს. სატელეფონო ზარები ამ პოზიციასთან დაკავშირებით არ მიიღება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე