საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ჰოლდინგი პალიტრა მედია
გამოქვეყნდა: 6 დეკ / ბოლო ვადა: 29 დეკ
"პალიტრა მედია ჰოლდინგი" -ის წევრი კომპანია "ჯეპი" აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

"პალიტრა მედია ჰოლდინგის" პროფესიონალთა გუნდი 1800 თანამშრომლისგან შედგება, რომელიც 22 წელზე მეტია ქმნის მაღალხარისხიანი პროდუქტებისა და მომსახურების ფართო სპექტრს ასიათასობით მომხმარებლისთვის. "პალიტრა მედია ჰოლდინგი" აერთიანებს 23 წევრ კომპანიას. ჰოლდინგის ძირითადი მიმართულებებია: განათლება, წარმოება, მედია, წიგნების მაღაზიათა ქსელი, სტამბა და ელ-კომერცია.

მოვალეობები:

** სტანდარტული შესყიდვების ოდენობის განსაზღვრა და განხორციელება;
** ახალი მომწოდებლების მოძიება და მათთან შესაბამისი კომუნიკაციის დამყარება;
** ახალი პროდუქციის მოძიება სხვადასხვა ქვეყნებში;
** სატრანსპორტო კომპანიებთან ურთიერთობა;
** ფინანსური განყოფილებისთვის არსებული და სავარაუდო შესყიდვების მიწოდება;
** სამსახურთან დაკავშირებული რეპორტების მომზადება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** შესყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია პოლიგრაფიული ან სარეკლამო მასალების სპეციფიკის ცოდნა;
** აუცილებელია უცხო ენების, ინგლისურის და რუსული ცოდნა. უპირატესობა მიენიჭება თურქული ან ჩინური ენის მცოდნე კანდიდატს;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:00.
** სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, იოსებიძის ქ.#49

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacancy@palitra.ge და subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 29 დეკემბერი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე