გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ლილო პროდაქტ სერვისი
გამოქვეყნდა: 6 დეკ / ბოლო ვადა: 6 იან
შპს "ლილო პროდაქტ სერვისი" აცხადებს ვაკანსიას ინტერნეტ პორტალ Liloshop.ge -თვის გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების მოძიება- მოზიდვა
** კომპანიის ბაზაში უკვე არსებულ კლიენტებთან ინტენსიური მუშაობა;
** გაყიდვების გეგმის შესრულებაზე ორიენტირებულობა;
** ყოველდღიური ანგარიშის მომზადება უშუალო უფროსისთვის;
** მომწოდებელთან ურთიერთობა და ახალი მომწოდებლების მოძიება;
** საიტზე შემოსული შეკვეთის კოორდინაცია;
** კლიენტებთან შეტყობინების გაგზავნა;
** პოტენციურ კლიენტებთან სატელეფონო მომსახურების გაწევა;
** უკან მობრუნებული საქონლის შეცვლის სურვილის შემთხვევაში, შეცვლის პროცესის კონტროლი.
** გაყიდვების პროცესის უკუკავშირის მონიტორინგი;
** განმეორებითი გაყიდვები, კლიენტთან უკუკავშირის დამყარება;
** საპრეზენტაციო მასალების მეილზე დაგზავნა;
** არსებულ კლიენტებთან ურთიერთობის განვითარება;
** გაყიდვების მოცულობის გაზრდა და კლიენტთა ბაზის მუდმივი მონიტორინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მინიმუმ ორ წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** ანალიტიკური უნარები და ცოდნა,
** მოლაპარაკებებსი წარმოების გამოცდილება;
** გამართულად კომუნიკაციის უნარი ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე;
** სოციალურად გახსნილი და კოლეგიალური;
** სიახლეების ათვისების უნარი;
** კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობის კარგი ცოდნა (Word, Excel, PowerPoint);

პიროვნული თვისებები:

** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი.
** კომუნიკაბელური, თავდაჯერებული.
** პრეზენტაბელური, ინფორმაციის გამართულად გადაცემის უნარი.
** მიზანმიმართული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული
** გუნდური მუშაობის უნარი.
** პასუხისმგებლიანი, პუნქტუალური.
** სტრესულ სიტუაციებში ლავირებისა და მდგომარეობის მართვის უნარი.

სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 დან 18:00 მდე შესვენება 1 საათი.

თუ თვლით, რომ თქვენი კომპეტენცია და გამოცდილება შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (ქართულ ენაზე) გამოგზავნოთ შემდეგ მეილზე: g.mkheidze@liloshop.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 06.01.2018.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე