ქოლ-ცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: ლილო პროდაქტ სერვისი
გამოქვეყნდა: 6 დეკ / ბოლო ვადა: 6 იან
შპს "ლილო პროდაქტ სერვისი" აცხადებს ვაკანსიას ინტერნეტ პორტალ Liloshop.ge -თვის ქოლ-ცენტრის ოპერატორის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის პროდუქციის შესწავლა;
** კვალიფიციური სატელეფონო კონსულტაციის გაწევა;
** მომხმარებლების მონიტორინგი;
** მომხმარებლის კმაყოფილების კვლევა;
** შემოსულ ზარებზე რეაგირება და შესაბამის სამსახურებთან გადამისამართება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი ან არასრული უმაღლესი (სტუდენტი) განათლება;
** სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვებისა და კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში;
** სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები რუსულ და ინგლისურ ენებში (სასურველია);
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი - MS Office-ის და MS Excel-ის ცოდნა;

აუცილებელი უნარები:

** კომუნიკაბელურობა და დამაჯერებლობა;
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
** ენერგიულობა და სისხარტე;
** მიზანმიმართული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული და პუნქტუალური;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი , 10:00 დან 18:00 მდე შესვენება 1 საათი.

თუ თვლით, რომ თქვენი კომპეტენცია და გამოცდილება შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (ქართულ ენაზე) გამოგზავნოთ შემდეგ მეილზე: g.mkheidze@liloshop.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 06.01.2018.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე