მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: ლილო პროდაქტ სერვისი
გამოქვეყნდა: 6 დეკ / ბოლო ვადა: 6 იან
შპს "ლილო პროდაქტ სერვისი" აცხადებს ვაკანსიას ინტერნეტ პორტალ Liloshop.ge -თვის მარკეტინგის მენეჯერის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ბრენდის განვითარებისა და გაძლიერებისთვის სტრატეგიული გეგმების შემუშავება დანერგვა, განხორციელება და კონტროლი;
** გაყიდვების ზრდა სხვადასხვა მარკეტინგული თუ პირდაპირი მოლაპარკებებით;
** კომპანიის პროდუქციის მარკეტინგული ანალიზი და მარკეტინგ გეგმის შედგენა;
** მოლაპარაკებების წარმოება ორგანიზაციებთან, შეხვედრების, პრეზენტაციების დაგეგმვა;
** ბრენდინგი, ბრენდის სტრატეგიის შემუშავება;
** მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმების შემუშავება, მენეჯმენტისთვის წარდგენა, დანერგვა, განხორციელება და კონტროლი;
** კომპანიის ვებ-საიტის და სოციალური ქსელების ადმინისტრირების უზრუნველყოფა;
** გაყიდვების მხარდამჭერი აქციების დაგეგმვა;
** მომწოდებლებთან ურთიერთობა, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** ბრენდის სტანდარტების შესწავლა და სხვადასხვა პროექტების სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** მომხმარებლის სამიზნე ჯგუფის განსაზღვრა და შესაბამისი მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა;
** მარკეტინგული კომუნიკაციის არხების განსაზღვრასა და განვითარება;
** გაყიდვების დინამიკის კონტროლი, ტენდენციების შესწავლა და ინფორმაციის გამოყენება მარკეტინგულ აქტივობებში;
** სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობა, სარეკლამო კონცეფციების, სცენარების, დიზაინებისა და სხვა მასალების შემუშავებაში მონაწილეობა;
** მარკეტინგული ბიუჯეტის კონტროლი და ანალიზი;
** შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ანგარიშების მომზადება;
** გაყიდვების სტიმულირება და კომპანიის ცნობადობის ამაღლებაზე ზრუნვა;
** სხვადასხვა პროექტებისგან მიღებული შედეგების შეფასება და პროექტის ეფექტიანობის განსაზღვრა;
** მარკეტინგული კომუნიკაციის არხების განსაზღვრა;
** მედია-კომუნიკაციების გაფართოებაზე ზრუნვა;
** პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
** სხვადასხვა პრეზენტაციების დაგეგმვა, მოწყობა განხორციელება და კონტროლი
** რეგულარული ანგარიშგება ხელმძღვანელი პირის წინაშე მიღწეული პროგრესის, ცვლილებების, კლიენტთან დაკავშირებული პრობლემების და/ან სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ.
** ფასთწარმოქმნის ანალიზი (საცალო, საბითუმო, ინტერნეტ-გაყიდვები)
** გაყიდვების დაგეგმვა (ბაზრის ანალიზი, წილის ანალიზი, სეზონურობის და ა. შ.)
** არსებული და პოტენციური მომხმარებლების ანალიზი;
** კონკურენტების ანალიზი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის სფეროში, ასევე მენეჯმენტის და ფინანსების საკითხებში
** მინიმუმ ორ წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** ანალიტიკური უნარები და ცოდნა,
** მოლაპარაკებების წარმოების გამოცდილება;
** გამართულად კომუნიკაციის უნარი ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე;
** სოციალურად გახსნილი და კოლეგიალური;
** სიახლეების ათვისების უნარი;
** კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობის კარგი ცოდნა (Word, Excel, PowerPoint);

სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი , 10:00 დან 18:00 მდე შესვენება 1 საათი.

თუ თვლით, რომ თქვენი კომპეტენცია და გამოცდილება შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (ქართულ ენაზე) გამოგზავნოთ შემდეგ მეილზე: g.mkheidze@liloshop.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 06.01.2018.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე