მენეჯერი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მენეჯერი - ქუთაისი
მომწოდებელი: ჯაოკენი
გამოქვეყნდა: 6 დეკ / ბოლო ვადა: 25 დეკ
კომპანია "ჯაოკენი" აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის თანამდებობაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქუთაისი

ძირითადი მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტის გამართულად და ეფექტურად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** დაქვემდებარებული პერსონალის მართვა;
** მერჩენდაიზინგის სტანდარტების მიხედვით პროდუქციის სწორი განლაგების უზრუნველყოფა;
** მარაგების მართვა, პროდუქციის შეკვეთა გაყიდვებისა და ნაშთის მიხედვით;
** სალაროსა და ფულადი ოპერაციების მართვა და კონტროლი დადგენილი წესის მიხედვით;
** შიდა აღწერების წარმართვა და შედეგების შესახებ დადგენილი წესით ანგარიშგება;
** ორგანიზაციის პროგრამაში გამართულად მუშობა.

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელია უმაღლესი განათლება;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში;
** რუსული ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა (ინგლისური სასურველია)
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel)

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდის მართვის უნარი;
** პრობლემების გადაჭრის უნარი.

ანაზღაურება გამომუშავებით (ხელფასი 800-1100 ლარი სამუშაო საათებში გათვალისწინებულია სადილი კომპანიის ხარჯზე).

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე vacancy@jaokeni.ge 2017 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე