პროექტის დასაქმების კონსულტანტი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პროექტის დასაქმების კონსულტანტი - ქუთაისი
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
გამოქვეყნდა: 5 დეკ / განახლდა: 6 დეკ / ბოლო ვადა: 14 დეკ
თანდართული ფაილი: 160351-sos-app.zip
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და ჰერმან გმაინერის გერმანიის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის - "მოწყვლადი ოჯახებისა და მათი შვილების სოციალური ფუნქციონირების აღდგენა-გაუმჯობესების ხელშეწყობა იმერეთის რეგიონში" ფარგლებში, აცხადებს შემდეგ ვაკანსიას: პროექტის დასაქმების კონსულტანტი .

სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი

საქმიანობის ძირითადი მიზანი:

ქუთაისის ოჯახის გაძლიერების პროექტის ფარგლებში, ბენეფიციარი ოჯახების დახმარება დასაქმებასა და თვითდასაქმებაში. დასაქმების კონსულტანტი პროექტის მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, ანგარიშვალდებულია პროექტის კოორდინატორის წინაშე.

სამუშაო დატვირთვა: სრული განაკვეთი

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** შეისწავლოს დასაქმების ბაზარი და გამოკვეთოს მოთხოვნადი პროფესიები, რომელთა შესწავლა გააუმჯობესებს ბენეფიციართა დასაქმების შესაძლებლობებს
** განსაზღვროს და შეაფასოს ბენეფიციართა შესაძლებლობები მათი განათლების, კვალიფიკაციისა და უკვე არსებული უნარ-ჩვევების გათვალისწინებით
** ბენეფიციარებს შეასწავლოს CV-ის/ავტობიოგრაფიის, სამოტივაციო წერილის შედგენისა და ინტერვიუს დროს თავის წარდგენის უნარ-ჩვევები
** პროექტის ბენეფიციარებს გაუწიოს ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციები
** დასაქმების საკითხებზე ბენეფიციარებს ჩაუტაროს სხვადასხვა სახის ტრენინგები
** ხელი შეუწყოს ბენეფიციარებს თვითდასაქმებისა და მცირე ბიზნესის განვითარების საკითხებში
** ითანამშრომლოს სხვადასხვა არასამთავრობო თუ სამთავრობო ორგანიზაციებთან, პროფესიული სწავლების ცენტრებთან და კერძო სექტორთან, ბენეფიციართა დასაქმებისა და პროფესიული გადამზადების ხელშეწყობის მიზნით
** მოიძიოს გამოცხადებული ვაკანსიები და უშუამდგომლოს ბენეფიციარებს დამსაქმებლებთან
** მედიის საშუალებით დაეხმაროს ბენეფიციარებს სხვადასხვა განცხადების გამოქვეყნებაში
** მუდმივად მოიძიოს/მიიღოს ინფორმაცია დასაქმების კუთხით არსებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ
** ბენეფიციარი ოჯახების მონაწილეობით, სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზება
** უზრუნველყოს სამომავლო სამუშაო გეგმის შემუშავება, გარდა ამისა, შესრულებული სამუშაოს ანგარიშების მომზადება და მათი პროექტის კოორდინატორისთვის მიწოდება

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის და/ან ეკონომიკის სფეროში
** დასაქმების კუთხით, ოჯახებთან მუშაობის მინიმუმ ორწლიანი სამუშაო გამოცდილება
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
** ბენეფიციარის ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენისა და მხარდაჭერის უნარი
** ბენეფიციარების თანადგომისა და ემპათიის უნარი
** ეფექტური კომუნიკაცია, ნდობის მოპოვებისა და ურთიერთობის დამყარების უნარი
** მოქნილობა და დამოუკიდებლობა
** თვითკონტროლი და სიმშვიდის შენარჩუნება რთულ და სტრესულ სიტუაციებში
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** წერითი უნარ-ჩვევები
** SOS ბავშვთა სოფლის ხედვისა და მიზნების გაზიარება

ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო და საპასუხისმგებლო სამუშაოს
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV (რომელიც შეიცავს სამი რეკომენდატორი პირის საკონტაქტო ინფორმაციას) ელ-ფოსტაზე: hr@sos-kd.ge 2017 წლის 14 დეკემბრის ჩათვლით. გთხოვთ. სათაურში მიუთითოთ სასურველი თანამდებობა.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და მათ საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children`s Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე