ტენდერი კვებითი უზრუნველყოფის მომსახურებაზე
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტენდერი კვებითი უზრუნველყოფის მომსახურებაზე
მომწოდებელი: BP
გამოქვეყნდა: 5 დეკ / ბოლო ვადა: 14 დეკ
"BP Exploration" (Caspian Sea) Ltd - საქართველო იწვევს შესაფერის კომპანიებს ინტერესის გამოსახატად BP-ის თბილისის ოფისის კვებით უზრუნველყოფის მომსახურების გაწევაში.

ქვემოთ მოცემულია ფასების შეთავაზების ელემენტების ზოგადი მიმოხილვა:

** კვებით უზრუნველყოფა - ცხელი ლანჩი (200-250 პორცია დღეში) და შეფუთული ლანჩი (10-15 პორცია დღეში, საღამოობით)
** წყლის მოწოდების უზრუნველყოფა
** მესამე მხარეებისგან შესყიდვა, მაგ. დანა-ჩანგლის, თეფშების და სამზარეულო ტექნიკისა, ოფისის სასადილოსთვის
** სასმელის პუნქტებით უზრუნველყოფა დაახლოებით 250 თანამშრომელზე, ჩაის ჩამომსხმელი ქალბატონების მიერ მომსახურების გაწევის ჩათვლით
** BP-ის ოფისისთვის საკვები უნდა მომზადდეს ფასის წარმდგენის შენობაში და მოხდეს ტრანსპორტირება იზოლირებული სატრანსპორტო საშუალებით, ჰიგიენის წესების და შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით

დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა მოგვაწოდონ საკონტაქტო ინფორმაცია:

კომპანიის დასახელება, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტის მისამართი და საკონტაქტო პირის სახელი და გვარი შემდეგ ელ-ფოსტაზე: lomam0@bp.com ან კომპანიის ოფისში მისამართზე: თბილისი, სულხან ცინცაძის 24, მაკა ლომიძეს, PSCM კატეგორიის სპეციალისტს.

წარდგენის ვადა: 2017 წლის 14 დეკემბერი.
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე