პროგრამული მხარდაჭერის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პროგრამული მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: ალდაგი
გამოქვეყნდა: 5 დეკ / ბოლო ვადა: 19 დეკ
სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ვაკანსიას პროგრამული მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე, ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილებაში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, პუშკინის 13
სამუშაო საათები: 10:00-18:00 (ორშაბათი - პარასკევი)

ძირითადი მოვალეობები:

** რეპორტების აწყობა Microsoft SQL Server Reporting Server-ზე;
** ბაზაში მონაცემების მიმდინარე დროში ჩასწორება მოთხოვნის შესაბამისად;
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია (ტელეფონზე, Mail-ზე და სხვა არხებით) და ბიზნეს პროგრამებთან დაკავშირებულ პრობლემებში დახმარება, ფუნქციონალის ახსნა;
** პროგრამების ფუნქციონალის აღწერის დოკუმენტაციის წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** SQL-ის და Transact-SQL (MS SQL Server) კარგად ცოდნა;
** პლიუსად ჩაითვლება საოფისე პროგრამებისა და მათემატიკის ცოდნა;
** სასურველია უმაღლესი განათლება;
** განიხილებიან სტუდენტები ინფორმაციული ტექნოლოგიების ან სხვა ტექნიკური მიმართულებიდან.

პიროვნული უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** სწრაფად სწავლის უნარი
** ორგანიზებულობა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2017 წლის 19 დეკემბრის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - "პროგრამული მხარდაჭერის სპეციალისტი"

სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე