სხვადასხვა - სამეცნიერო თანამდებობები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სხვადასხვა - სამეცნიერო თანამდებობები
მომწოდებელი: თბილისის ღია უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 5 დეკ / ბოლო ვადა: 18 იან
თანდართული ფაილი: 160317-openuni-sci-app-form.zip
თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:

1. სამართლის მიმართულება

** მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 2 საშტატო ერთეული;
** მეცნიერი თანამშრომელი- 2 საშტატო ერთეული;

2. ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულება

** მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 2 საშტატო ერთეული;
** მეცნიერი თანამშრომელი - 2 საშტატო ერთეული.

3. სოციალური მეცნიერებების მიმართულება

დარგი: საერთაშორისო ურთიერთობები

** მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 2 საშტატო ერთეული;
** მეცნიერი თანამშრომელი - 2 საშტატო ერთეული.

ინფორმაცია კონკურსში მონაწილე კანდიდატებისთვის:

** მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.
** მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:

** განცხადება;
** რეზიუმე (CV);
** პირადობის მოწმობის ასლი;
** კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტების ასლები;
** სამეცნიერო ნაშრომების, წიგნების, მონოგრაფიების და სხვა ჩამონათვალი (ბოლო 10 წლის განმავლობაში, წლების მითითებით) და დამადასტურებელი ინფორმაცია ელექტრონული სახით;
** სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის დამადასტურებელი ინფორმაცია (თუ არ არის მითითებული რეზიუმეში)
** სადისერტაციო თემის შესახებ ინფორმაცია: თემის სათაური, მიმართულება, დარგი (თუ არ არის მითითებული რეზიუმეში).

საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2018 წლის 8 იანვრიდან 2018 წლის 18 იანვრის ჩათვლით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@openuni.edu.ge და ასევე თბილისის ღია უნივერსიტეტში, უნივერსიტეტის ქ. 2, მე-3 სართული, ოთახი #301 (კანცელარია). ტელ. 2 402946.

ელექტრონულ მისამართზე საკონკურსო დოკუმენტების გადმოგზავნისას სათაურის ველში მიუთითეთ "კონკურსი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად".

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

** კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის გაცნობა/შესწავლა;
** გასაუბრება.

გასაუბრება ჩატარდება 2018 წლის 25-27 იანვარს.
საბოლოო შედეგები გამოცხადდება 2018 წლის 30 იანვარს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე