უფროსი პროგრამისტი/ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: უფროსი პროგრამისტი/ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ალიანს ჯგუფი
გამოქვეყნდა: 5 დეკ / ბოლო ვადა: 25 დეკ
სს "ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი" (http://www.agh.ge) აცხადებს ვაკანსიას უფროსი პროგრამისტის თანამდებობაზე.

სს "ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი" (http://www.agh.ge) დაარსდა 2005 წელს, ქართველი, ამერიკელი და ევროპელი აქციონერების მიერ. კომპანია მართავს ფინანსურ სფეროში დივერსიფიცირებულ შვილობილ კომპანიებს, რომლებიც სხვადასხვა საფინანსო და საკონსულტაციო სექტორში მოღვაწეობენ - ლიზინგი, ქონების შეფასება და მართვა, ფინანსური კონსულტაცია, ენერგეტიკა, ბიზნეს ინფორმაცია და ინფორმაციული ტექნოლოგიები.

IT სამსახური, ადგილობრივ და საერთაშორისო მომხმარებლებს ბიზნეს საქმიანობაზე ორიენტირებულ პროგრამულ უზრუნველყოფას, ქსელის მართვას, ვებ გვერდების დიზაინსა და სხვადასხვა სახის აი-თი მომსახურებას სთავაზობს. მოკლე დროში, აი-თი სამსახურმა განახორციელა სამი მასშტაბური პროექტი: უნიკალური პროგრამა უძრავ-მოძრავი ქონების შესაფასებლად, რომელსაც ბაზრის წამყვანი კომპანია იყენებს, ქონების მართვისა და შეფასების კუთხით; უნივერსალური მონაცემთა ბაზა - ბიზნეს ინფორმაციის კატალოგი და ინოვაციური პორტალი, რომელსაც საქართველოში არსებული წამყვანი კომპანიები იყენებს სხვადასხვა დარგში.

დასაქმების თარიღი: იანვარი, 2018 წელი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება კომპიუტერული მეცნიერების, ინფორმატიკის (კიბერნეტიკის) ან მათემატიკის განხრით;
** მაღალი პროფესიონალიზმი;
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
** ინგლისური ენის ცოდნა.

აუცილებელია შემდეგი პროფესიული უნარებისა და პროგრამული ენების ცოდნა:

პროფესიული უნარები:

** ამოცანების დაყოფა შესაბამის ქვეამოცანად, მათი პრიორიტეტების განსაზღვრა
** ამოცანების გადანაწილება ჯგუფის წევრებისთვის და ქვეამოცანის სტატუსების მონიტორინგი.

პროგრამული ენები:

** C# (ASP.NET MVC, Entity Framework, .NET CORE);
** Microsoft SQL Server მონაცემთა ბაზების კარგი ცოდნა და მუშაობის გამოცდილება;
** IIS, ვებ სერვერებთან მუშაობის გამოცდილება;
** ვერსიების კონტროლის სისტემასთან მუშაობის გამოცდილება: TFS, GIT;
** IDE: Visual Studio.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** შედეგსა და გრძელვადიან თანამშრომლობაზე ორიენტაცია;
** უნარების განვითარების და შემოქმედების სურვილი;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** მაღალი სამუშაო დისციპლინა, განსაზღვრულ პერიოდში დაკისრებული სამუშაოს შესრულება;
** ინიციატივა;

ძირითადი მოვალეობები:

** სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება;
** არსებული პროგრამული უზრუნველყოფის გასწორება და მომსახურება;
** შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფის შესაბამისი დოკუმენტაციის შემუშავება.

სამუშაოს გრაფიკი:

** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი;
** სამუშაო საათები: 09:00-18:00 სთ (1-საათიანი შესვენებით).
** სამუშაო ადგილი: საქართველო, თბილისი 0179, კოსტავას ქუჩა 47/57.

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ გამოაგზავნონ CV შემდეგ ელ-მისამართზე: recruitment@agh.ge და გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "Senior Developer" , წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 25 დეკემბერი 2017 წელი.

გასაუბრებისთვის განიხილებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომელთა რეზიუმე პასუხობს სავაკანსიო მოთხოვნებს.

მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე