ადამიანის უფლებათა ექსპერტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ადამიანის უფლებათა ექსპერტი
მომწოდებელი: აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი
გამოქვეყნდა: 5 დეკ / ბოლო ვადა: 15 დეკ
თანდართული ფაილი: 160299-prolog-jd-hre.zip
არაკომერციული ორგანიზაცია "აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი" (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, ახორციელებს პროგრამას "კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (PROLoG), რომლის მიზანია მართლმსაჯულების გაძლიერება სამართლიანობის უზრუნველყოფის, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის და ადამიანის უფლებების დაცვის გზით.

"აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი" (EWMI) აცხადებს კონკურსს ადამიანის უფლებათა ექსპერტის შესარჩევად, რომელიც ადვოკატებისთვის მოამზადებს კურსს თემაზე "სამართლიანი სასამართლოს ინსტიტუტის როლი საკუთრების უფლების დაცვაში".

კონკურსის პირობების ტექსტის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ თანდართული ფაილის სახით, შემდეგ ლინკზე: http://jobs.ge/files/160299-prolog-jd-hre.zip

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 15 დეკემბერი, 2017 წ.

საკონტაქტო პირი: მარიამ ვარდოსანიძე
ელფოსტა: mvardosanidze@ewmi.org
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე