ლოჯისტიკის განყოფილების უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ლოჯისტიკის განყოფილების უფროსი
მომწოდებელი: ტერაბანკი
გამოქვეყნდა: 5 დეკ / ბოლო ვადა: 19 დეკ
სს "ტერაბანკი" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის განყოფილების უფროსის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები

** ბანკის განყოფილებების და ფილიალების მატერიალური საშუალებების, ტრანსპორტის, ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება
** ბანკის ყველა სტრუქტურული ერთეულის მომარაგება საბანკო საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა საჭირო მასალით
** ბანკის აქტივების რეალიზაცია და მენეჯმენტი
** ბანკის იჯარების მენეჯმენტი
** სარემონტო და ტექნიკური სამუშაოების განხორცილების მენეჯმენტი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** უმაღლესი განათლება ეკონომიკური, საბანკო ან საფინანსო მიმართულებით
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** ინვენტარიზაციის ან/და ძირითადი საშუალებების აღწერის პროცესებში მონაწილეობის გამოცდილება

დამატებითი მოთხოვნები

** ანალიტიკური უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ორგანიზაციული უნარ-ჩვევები, დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი
** სხარტი აზროვნება, მრავალმხრივი ინფორმაციის ანალიზის და სისტემატიზირების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** კომპიუტერული უნარები - MS Windows, MS office applications, MS Outlook, Internet, Power Point

დაინტერესებულმა პირებმა 19.12.17, 17:00 სთ-მდე უნდა გამოაგზავნონ CV მისამართზე: HR@terabank.ge

აპლიკანტების საყურადღებოდ: გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

გასაუბრებისათვის მოწვეული იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემული ვაკანსიის მოთხოვნებს. სატელეფონო ზარები არ მიიღება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე