პრისელერი - კახეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პრისელერი - კახეთი
მომწოდებელი: ბარამბო
გამოქვეყნდა: 5 დეკ / ბოლო ვადა: 22 დეკ
შპს "ბარამბო" წარმოადგენს ქართულ ტკბილეულის მწარმოებელ კომპანიას, რომელიც თანამედროვე საწარმოო ტექნოლოგიების გამოყენებით და საერთაშორისო სტანდრტების დაცვით მომხმარებელს საქართველოს ბაზარზე და მის ფარგლებს გარეთ სთავაზობს უმაღლესი ხარისხისა და საუკეთესო გემოვნებითი თვისებების მქონე პროდუქციის ფართო ასორტიმენტს.

"ბარამბო" ორიენტირებულია მაღალ პროფესიონალური კადრების მოზიდვაზე, რაც მიზნად ისახავს კომპანიის გუნდის შემდგომ გაძლიერებას.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას კახეთის რეგიონში პრისელერის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მიმაგრებულ რაიონში მდებარე სავაჭრო ობიექტებში წინასწარი შეკვეთების მომზადება;
** ახალი ობიექტების მოძიება და მოზიდვა;
** სადისტრიბუციო ქსელის გაფართოებაზე მუდმივად მუშაობა;
** სავაჭრო ობიექტებში სარეკლამო მასალების განთავსება;
** მერჩენდაიზინგი;

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია აღნიშნულ სფეროში/პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** მართვის მოწმობა (B კატეგორია)
** საკუთარი ავტომობილი

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელობა და სითამამე;
** სისწრაფე, ოპერატიულობა;
** ინიციატივიანობა, აქტიურობა;
** დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** გაწონასწორებული;
** სანიმუშო სამუშაო ეთიკა და დისციპლინა;
** სხარტი აზროვნება.

ტექნიკური უნარები:

** საოფისე პროგრამების ცოდნა და კომპიუტერთან მუშაობის გამოცდილება;
** მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ჯგუფური მუშაობის გამოცდილება.

კანდიდატებმა CV ფოტოსურათით უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე: hr@barambo.ge გთხოვთ, ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2017 წლის 22 დეკემბერი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე