შესყიდვების კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: შესყიდვების კოორდინატორი
მომწოდებელი: საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
გამოქვეყნდა: 5 დეკ / ბოლო ვადა: 5 იან
თანდართული ფაილი: 160251-airports-app.zip
შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების კოორდინატორის პოზიციაზე.

ვაკანსიის რაოდენობა: 1
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი სრული

ძირითადი ფუნქციები:

** კომპანიის სტრუქტურული ერთეულების საჭიროებების (მატერიალური ფასეულობები, მომსახურება, სამუშაო, ტრანსპორტირება) პერიოდული წინასწარი ბაზრის კვლევების ჩატარება;
** კომპანიის სტრუქტურული ერთეულებისგან მიღებული ტექნიკური დავალებების მიხედვით ბაზრის კვლევისას საუკეთესო ალტერნატივების ძიება და ამ პროცესში უკეთესი ალტერნატივების აღმოჩენის შემთხვევაში, შესაბამის სამსახურებისათვის რეკომენდაციის გაწევა;
** ბაზრის კვლევის პროცესში კომპანიის ინტერესის სფეროში შემავალი სიახლეების შესახებ შესაბამის სამსახურებისათვის ინფორმაციის მიწოდება;
** ბაზრის კვლევის ფარგლებში პოტენციურ და არსებულ მომწოდებლებთან შეხვედრების და კონსულტაციების წარმოება;
** მომწოდებლისგან დანიშნულების ადგილამდე საქონლის ტრანსპორტირების ორგანიზება, აეროპორტებს შორის მატერიალური ფასეულობების ტრანსპორტირების ორგანიზება, კომპანიის ბუღალტერიის დროული ინფორმირება ტრანსპორტირების, სათანადო დოკუმენტების საჭიროების და მათი შინაარსის შესახებ;
** კომპანიის სახელით საბაჟო პროცესის წარმართვა და შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით საჭირო დოკუმენტების და აქტების მომზადება;
** სამუშაო პროცესთან დაკავშირებული (შექმნილი, მიღებული, გაგზავნილი, გადამუშავებული და სხვა) ფიზიკური თუ ელექტრონული დოკუმენტების მოწესრიგებულად და ორგანიზებულად შენახვა;
** მოსამზადებელი დოკუმენტების შეთანხმება კანონმდებლობით, კომპანიის აქტებით ან ხელმძღვანელის დავალებით განსაზღვრულ საჭირო სუბიექტებთან.

კვალიფიკაცია:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკაში ან ფინანსებში);
** შესაბამის სფეროში მუშაობის სულ მცირე 1 წლის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** პრიორიტეტების განსაზღვრის, პასუხისმგებლობის აღების უნარი;
** სხვისი აზრის მოსმენის, პატივისცემის და გაზიარების უნარი;
** პრეზენტაციის და ეფექტური მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** ეფექტური ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** შეზღუდულ ვადებში ეფექტური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტური მართვის და ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის უნარი;
** ცვლილებებთან შეგუების უნარი.

ტექნიკური უნარ-ჩვევები:

კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა:

** MS Word
** MS Excel
** MS PowerPoint
** MS Outlook

მსურველებმა უნდა გამოაგზავნოთ სააპლიკაციო ფორმა (იხ. მიმაგრებული ფაილი) ელ. ფოსტაზე: hr@airports.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. ვაკანსიაზე განიხილება მხოლოდ ის კანდიდატურა, რომელიც აკმაყოფილებს მოთხოვნებს.

თქვენ მიერ CV-ს გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს აღნიშნული მონაცემები მის კონსულტანტებს. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებას!

შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება"
მის: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, თბილისი, 0158
ელ-ფოსტა: hr@airports.ge
ვებ-გვერდი: http://www.airports.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე