ვებ-დეველოპერი/სტაჟიორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ვებ-დეველოპერი/სტაჟიორი
მომწოდებელი: გლობალ თრეველი
გამოქვეყნდა: 4 დეკ / ბოლო ვადა: 30 დეკ
კომპანია "გლობალ თრეველი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ვებ-დეველოპერის პოზიციაზე, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.

აუცილებელი მოთხოვნები:

** HTML/CSS/Javacript/Jquery-ის ცოდნა/გამოცდილება;
** რომელიმე Object Oriented პროგრამულ ენაში ვებ აპლიკაციების შექმნის ცოდნა/გამოცდილება.
** რელაციურ ბაზასთან მუშაობის ცოდნა/გამოცდილება;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა.
** უპირატესობად ჩაითვლება შემდეგი Web framework-ების ცოდნა: Ruby On Rails > Django > Laravel.

მოვალეობები:

** კომპანიის კლიენტების შეკვეთების შესაბამისი ვებ-აპლიკაციების დეველოპმენტი;
** კომპანიის აქტიური პროექტებისთვის საჭირო ვებ-აპლიკაციების დეველოპმენტი;
** კომპანიის ხელმძღვანელობისა და უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება;
** სპეციფიკიდან გამომდინარე სხვა მოვალეობების შესრულება;
** რეპორტინგი;
** კომპანიის შინაგანაწესის, კორპორატიული ეთიკის კოდექსის და მისთვის განსაზღვრული პოზიციისთვის კომპანიის დებულებითა და შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული მოვალეობების განუხრელად, სრულად და ჯეროვნად შესრულება.

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი/გუნდის აქტიური წევრი;
** პუნქტუალური, კომუნიკაბელური, ინიციატივიანი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
** სამსახურებრივი ამოცანებისა და სიახლეების მიმართ პოზიტიური და მოქნილი დამოკიდებულება;
** დროის ეფექტურად მართვის, პრიორიტეტიზაციის და სამუშაო დატვირთვის განაწილების უნარი;
** გადაწყვეტილებების სწრაფად და მართებულად მიღების უნარი;
** დეტალებზე კონცენტრირების უნარი.

საბუთების მიღება:

თუ ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გამოგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: cv@globaltravel.ge 2017 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით.

შენიშვნა: კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე